2025 წლისთვის ყველა ახალი ტრანსპორტი მხოლოდ ელექტრული იქნება
ეს საინტერესოა - 13:00, 19 Jun, 2017     21217
ექსპერტების პროგნოზით 2025 წლისთვის ყველა ახალი ავტომობილი, ავტობუსი და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაც კი ელექტრული ძრავით იქნება აღჭურვილი. უახლოეს წლებში დაეცემა როგორც ელექტრომობილების ფასი, ისე მოთხოვნა ნავთობპროდუქტებზე. დიზელისა და ბენზინზე მომუშავე ტრანსპორტის წარმოება თანდათან შემცირდება და შესაძლოა შეწყდეს კიდევაც.

RethinkX-ის დამფუძნებლისა და სტენფორდის უნივერსიტეტის ლექტორის ტონი სებას აზრით, გარდატეხის მომენტი 2020 წლისთვის დადგება, ამ დროისთვის ელექტრომობილების ძრავის სრული დამუხტვიდან გარბენის მანძილი 320 კმ-ს გადააჭარბებს. თანდათანობით შემცირდება მათი ღირებულებაც. კერძოდ, იგი ვარაუდობს, რომ მათი ფასი დაეცემა 30 000 აშშ დოლარამდე. 2022 წლისთვის კი ყველაზე ხელმისაწვდომი მოდელები 20 000 აშშ დოლარი ეღირება. სწორედ ამ დროს დაიწყება ელექტრომობილების ბუმი.

ტონი სებას აცხადებს, რომ ნავთობზე მოთხოვნის პიკი 2020 წელს დადგება, როდესაც იგი დღეში 100 მლნ. ბარელს მიაღწევს, რის შემდეგაც დაიწყებს ვარდნას. 2030 წლისთვის მოთხოვნა უკვე დღეში 70 მლნ. ბარელი გახდება. მართალია ნავთობის საწვავი ჯერ კიდევ საჭირო იქნება ავიაციისა და ქიმიური მრეწველობისთვის, მაგრამ ბენზინი ნელ-ნელა მოხმარებიდან გამოვა. საგზაო ტრანსპორტში გამოყენებისთვის ნავთობის მოხმარება შემცირდება დღეში 8 მლნ. ბარელიდან 1 მლნ. ბარელამდე.

ელექტრომობილის ფლობა უფრო იაფი გახდება - ელექტრომობილით 1 კილომეტრ მანძილზე გადაადგილება დაახლოებით 4,25 ცენტი ეღირება, 100 კმ.-ზე 4,25 აშშ დოლარი. მომხმარებელი ელექტრომობილს უპირატესობას მიანიჭებს მისი ეკონომიურობის, კომფორტულობისა და ეფექტურობის გამო. 2030 წლისთვის მგზავრობის 95% განხორციელდება უპილოტო ელექტრომობილებით. თუ ტრანსპორტის უმეტესობა უპილოტო იქნება, ავარიის ალბათობა მკვეთრად შემცირდება, უბრალო მიზეზის გამო - ე.წ. „გონკაობასა“ და "ავტოსლალომს" ვერავინ დაიწყებს.


Financial Post ტრანსპორტის ელექტროფიკაციას ადარებს მაგნიტური ფირის ვიდეო და ფოტო კამერებიდან ციფრულზე გადასვლის პროცესს. ციფრული კამერის საექსპლუატაციო ხარჯები მინიმალურია. თითქმის მსგავსია ელექტრომობილიც - მას არ უნდა ბენზინი, ის შედგება გაცილებით ცოტა ნაწილისგან, რომლებიც უფრო დიდხანს ძლებენ.


აშშ-ში ელექტრომობილებზე მოთხოვნის ზრდა გაზრდის ელექტროენერგიის მოხმარების ზრდას 18%, თუმცა საწარმოო სიმძლავრეების გაზრდა საჭირო არ იქნება. ელექტრომობილების ელემენტების ბატარეების დამუხტვა შესაძლებელია განხორციელდეს ავტონომიურად, როგორ ავტომფლობელთა სახლების, ასევე ელექტრომობილების მზის პანელებით აღჭურვის შედეგად.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42