კლინიკის დირექტორსა და სანიტრებს შორის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.
ჟურნალისტებთან საუბრისას ჯოგლიძემ გაფიცვის მიზეზად კომუნიკაციის ნაკლებობა და გაუგებრობა დაასახელა. მისივე თქმით, სანიტრების ინფორმაცია ძირითადად ჭორზე იყო დაფუძნებული.
შოთა ჯოდლიძემ აღნიშნა, რომ სანიტრების შრომით პირობებზე, ანაზღაურების ოდენობის შეცვლაზე საუბარი არ არის და არც სანიტრების რაოდენობის შემცირებაზე.
,, თურქულ-ქართული კომპანია "ბილიგ ჯორჯიას" წარმომადგენლებთან ერთად სანიტარებთან შეხვედრა ხვალაც გაიმართება", - დასძინა განაცხადა ჯოგლიძემ და აქვე ისიც დაადასტურა, რომ ეს კომპანია ადმინისტრაციამ დაიქირავა.
რაც შეეხება თავად სანიტრების პოზიციას, დირექტორთან შეხვედრის შემდეგ მათ განაცხადეს, რომ ხვალინდელ შეხვედრას დაელოდებიან და თურქულ-ქართული დასუფთავების კომპანია "ბილიგ ჯორჯიას" წარმომადგენლებს გაესაუბრებიან. თუ კომპანია მისაღებ პირობებს არ შესთავაზებს, სანიტრები სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ.
სანიტრების თქმით, როგორც დღეს გაირკვა, იმუშავებენ 3 დღეში ერთხელ, 24 საათი, ანაზღაურება კი დარჩება 230 ლარი.
მასალის გამოყენების პირობები






