მუხთარლის გადაადგილების ვიდეო-კადრები გაყალბებულია - ჟურნალისტის საქმის სკანდალური დეტალები
პოზიცია - 21:17, 18 Jun, 2017     14545
ვიდეო, სადაც, შესაძლოა, აფგან მუხთარლი იყოს ასახული, დაზიანებულია - მსგავს ვარაუდს პროექტი “ორგანიზებული კირმინალისა და კორუფციის კვლევა” (OCCRP) კონკრეტული ფაქტების გადამოწმების შემდეგ აკეთებს.

უფრო კონკრეტულად, როგორც ირკვევა, OCCRP-ის ჟურნალისტები იმ კერძო კომპანიებსაც დაუკავშირდნენ, რომელთა კამერებზე, შესაძლოა, მუხტარლის გზა იყოს აღბეჭდილი. კომპანიების ნაწილმა განაცხადა, რომ მათი შიდა რეგულაციებით ვიდეოკამერების ჩანაწერების მესამე მხარისთვის გადაცემა არ შეიძლება. ნაწილმა კი მიზეზად პერსონალური მონაცემების დაცვა დაასახელა.

როგორც ირკვევა ტელეკომპანია “რუთავი 2-სა” და OCCRP-ის ორმა ჟურნალისტმა ნახა 2-საათიანი ვიდეოჩანაწერი იმ ადგილიდან, სადაც 29 მაისის საღამოს მუხტარლი იმყოფებოდა.

OCCRP-ის ინფორმაციით, ჩანაწერში ჩანს, რომ ვიდეოკადრები შეცვლილია. კამერა ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიას აკონტროლებს.

„თავდაპირველად ჩანს ჩაბნელებული, წვიმიანი ქუჩა. ჩანაწერის ის მონაკვეთზე, როცა მუხტარლის, სავარაუდოდ, კამერის წინ უნდა ჩაევლო, კადრი წყდება. მომდევნო კადრზე წვიმიანი საღამოს ნაცვლად მზიანი საღამო ჩანს, მანქანების და გარშემომყოფი ადამიანების გამოსახულება კი არ ემთხვევა წყვეტამდე ჩანაწერის რეალობას. ასევე თუ კადრის წყვეტამდე 19:10 საათია მითითებული, წყვეტის შემდეგი, მზიანი ქუჩის კადრზეც ზუსტად იგივე დრო ჩანს. რამდენიმე წუთის შემდეგ ჩანაწერი ისევ იცვლება და ისევ წვიმიანი ბარათაშვილის ხიდი ჩანს.

7 ივნისს, მუხტარლის გაუჩინარებიდან მეცხრე დღეს, მუხტარლის სავარაუდო გატაცების ადგილზე 15-მდე მცხოვრები გამოვკითხეთ. მათგან არავის არაფერი დაუნახავს, არც გაუგია. ამავე დღეს მუხტარლის მიერ აღწერილ მარშრუტს გავყევით და ვიპოვეთ ადგილი, სადაც იმ მანქანას უნდა ჩაევლო, რომელმაც ჟურნალისტი საზღვრისკენ წაიყვანა. აქვეა აფთიაქი და მაღაზია, სადაც შსს-ს სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული. ფარმაცევტისა და მაღაზიის გამყიდველის თქმით, კამერები მათ კომპიუტერულ სისტემასთანაა დაკავშირებული და ჩანაწერების შესამოწმებლად პოლიცია მაშინ მოდის, როცა უბანში რაიმე დანაშაული მოხდება. ახლა კი მათთან პოლიციიდან არავინ მისულა”- აცხადებს “ორგანიზებული კირმინალისა და კორუფციის კვლევა”

„ნიუპოსტი“ მუხთარლის ქართველ ადვოკატს დაუკავშირდა, როგორც არჩილ ჩოფიკაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, ვიდეო-ფირი თვითონაც ნახა და შეუძლია თქვას, რომ ვიდეოკადრები შეცვლილია.

„რა ინფორმაციაც თქვენ გაქვთ, იგივე ინფორმაცია მაქვს მეც. დღეს მანახეს ვიდეო-ჩანაწერები, მართლაც ისეთი მომენტია, რომ გაწყვეტილია კადრი. რაც იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ვიდეო-ჩანაწერი შეცვლილია“- აღნიშნა ჟურნალისტის ქართულმა ადვოკატმა.

არჩილ ჩოფიკაშვილი არ საუბრობს ვარაუდებზე, თუ ვინ დააზიანა ფირი, მისი თქმით, „ფაქტია, რომ ცდომილებას აქვს ადგილი“.

„მე არ ვიცი ვინ გააფუჭა, ვარაუდები არაფერში გამოდგება“- აღნიშნავს იურისტი.

აფგან მუხტარლი 29 მაისს თბილისის შუაგულიდან გაქრა, აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა ის მომდევნო დღეს ბაქოში, დაკავების იზოლატორში ნახა.

ფაქტის გამო საერთაშორისო სკანდალში აღმოჩნდა ქართული მხარე. როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო გავლენიანი ექსპერტები გამოძიების ობიექტურად ჩატარებას მოითხოვენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42