"უხილავი შეიხის" გზა ფეხბურთელობიდან ჯიჰადისტობამდე: რა ვიცით ISIS-ის ლიდერ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადზე
მსოფლიო - 17:29, 16 Jun, 2017     8611
ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ბედი , ჯერაც უცნობია. რამდენიმე დღეა საერთაშორისო მედია მის გარდაცვალებაზე წერს.


11 ივნისს გავრცელებული ინფორმაციით, ISIS-ის ლიდერის ლიკვიდირება საერთაშორისო კოალიციის ავიაიერიშებით განხორციელდა. დღეს კი რუსეთის თავდაცვის სამინისტრო განაცხადა, რომ ალ-ბაღდადი სირიის ქალაქ რაქაში, რუსეთის ავიაიერიშებს ემსხვერპლა.

როგორც რუსეთის თავდაცვის უწყება აცხადებს, ალ-ბაღდადი, სავარაუდოდ, რაქაზე განხორციელებული საჰაერო იერიშების დროს დაიღუპა. იერიში იმ შენობაზე განხორციელდა, რომელშიც დაჯგუფების ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობდა.

„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდეც რამდენჯერმე გავრცელდა. „უხილავ შეიხზე“ აშშ რამდენიმე წელია ნადირობს, თუმცა მისი ცხოვრების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი.

მაშ ასე, ვინ არის პირი, რომელიც ჩვენს რეალობაში ყველაზე სახიფათო დაჯგუფებას ხელმძღვანელობს?!

იბრაჰიმ ავვად იბრაჰიმ ალ-ბარდი, რომელიც შემდეგ აბუ ბაქრ ალ-ბღდადი გახდა, 1971 წელს, ერაყის ქალაქ სამარაში , სუნიტების ოჯახში დაიბადა.

მისი ოჯახი იმ კლანს მიეკუთვნებოდა, რომლებიც თავს მუჰამედის პირდაპირ შთამომავლებად მიიჩნევენ.

ახალგაზრდობისას, მისი ერთადერთი გააცება ყურანი იყო. მუდმივად კითხულობდა და სწავლობა , დიდი მნიშვნელობას ანიჭებდა რელიგიური წესების დაცვას. ოჯახში კი მეტსახელად მორწმუნეს ეძახდნენ.

ღვთისმოსაობიდან ბოევიკობამდე

1996 წეკს ალ-ბაღდადმა ბაღდადის უნვერსიტეტში ისლამური კვლევების ფაკულტეტი დაამთავრა , 1999 წელს კი ერაყის ისლამის უნივერსიტეტის მაგისტრი გახდა. 2007 წელს კი სადოქტორო დისერტაცია დაისვა ფილოსოფიასა და ღვთისმეტყველებაში.

2004 წლამდე 2 ცოლთან და 6 შვილთან ერთად, ბაღდადის ღარიბულ წაიონში, ტობჩიში ცხოვრობდა, სადაც ადგილობრივ ბავშვებს მეჩეთში ყურანს ასწავლიდა, ასევე ცნობილი იყო, როგორც ადგილობრივი საფეხბურთო გუნდის ვარსკვლავი. როგორც აღმოჩნდა, ალ-ბაღდადი ფეხბურთს ძალიან კარგად თამაშობდა.

ჯერ კიდევ დოქტორანტურაზე სწავლისას, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი, მისი ბიძის გავლენით რადიკალური მოძრაობა „მუსლიმთა საძმოს“ წევრი გახდა. 2000 წელს კი სალაფიტების მხარდამჭერი გახდა.

მალევე, 2003 წელს, ერაყში აშშ-ის ინტერვენციის შემდეგ ალ-ბაღდადმა მონაწილეობა მეამბოხე სუნიტების მოძრაობის შექმნაში. 2004 წლის თებერვალში, ამერიკელმა სამხედროებმა ფალუჯაში დააკავეს და 10 თვის გატარება ბაკაში, აშშ-ის საპატიმრო ბანაკში მოუწია. მოგვნიანებით უფრო მცირე ბაკაში გადაიყვანეს, შემდეგ კინ გაათავისუფლეს.

ახალი ხალიფა

მას შემდეგ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი მუდმივად ფიგურირებს აშშ-ის დაზვერვის ანგარიშებში, როგორც ერთერთი ყველაზე აქტიურად ძებნილი ბოევიკი, თუმცა მისი ადგილსამყოფელის დადგენას თითქმის ვერარდროს ახერხებდნენ.

ალ-ბაღდადის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას კი მისი თანამოაზრეებიდან ძალიან შეზღუდული წრე ფლობდა.

ცნობილია, რომ ჯიჰადისტების სხვადასხვა დაჯგუფებების მეთაურებთან შეხვედრისას, ის ნიღბით საუბრობდა, რის გამოც მეტსახელად „უხილავი შეიხი“ შეარქვეს.

ამასობაში კი, ალ-ბაღდადი რადიკალური ისლამისტების იერარქიაში სწრაფად მიიწევდა წინ. 2010 წელს კი , „ისლამური სახელმწიფოს“ პირველი ლიდერების აბუ აიუბა ალ-მასრისა და აბუ ომარ ალ-ბაღდადის გარდაცვალების შემდეგ ის დაჯგუფების ლიდერი გახდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42