1969 წლის 2 ნოემბერს ფილადელფიაში ჩატარებული აღმოსავლეთი რეგიონის გეი მეგობრული კონფერეციის რეზოლუციის თანახმად , დაიგეგმა პირველი გეი აღლუმი ნიუ-ორკში. ბრენდა ჰოუვარდი,რომელსაც უწოდებდნენ „აღლუმის დედას“,რადგან მან დიდი სამუშაო გასწია გეი პარადის ორგანიზებაში და თანხების მოძიებაში ,მოიფიქრა ერთი კვირის განმავლობაში გარკვეული ღონისძიებების ჩატარება. დღეს მსოფლიოში სწორედ ასე აღნიშნავენ გეი პარადებს. ბრენდას და მისი კოლეგების იდეა იყო ამ აღლუმისთვის ეწოდებინათ ლგბტ პრაიდი (LGBT Pride). კრისტოფერ სთრითის გათავისუფლების დღის აღსანიშნავად 1970 წლის 28 ივნისს პირველად ამერიკის ისტორიაში ჩატარდა ლგბტ პარადი.
1969 წლის სტოუნვილის ჯანყის საპატივცემულოდ ლგბტ პრაიდის ყოველწლიური აღსანიშნავად შეირჩა ივნისის თვე და ყველა ქვეყანა სხვადასხვა დღეს აღნიშნავს. სხვადასხვა დროს ამერიკის პრეზიდენტებმა ოფიციალურად დაადასტურეს პარადის დრო. პირველად 2000 წლის 2 ივნისს ამერიკის პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა სცნო „გეი და ლესბოსელი პარადის“თვე.შემდგომ ბარაკ ობამამ 2009, 2010, 2011, 2012 , 2013, 2014 წლებში ლგბტ პარადის თვედ გამოაცხადა ივნისი.
მასალის გამოყენების პირობები






