რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი, სირიაში, რუსეთის ავიაიერიშებს ემსხვერპლა.
როგორც თავდაცვის უწყება აცხადებს, ალ-ბაღდადი, სავარაუდოდ, რაქაზე განხორციელებული საჰაერო იერიშების დროს დაიღუპა. იერიში იმ შენობაზე განხორციელდა, რომელშიც დაჯგუფების ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობდა.
„სხვადასხვა არხებით გადამოწმებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრას ISIS-ის ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ესწრებოდა, რომელიც იერიშის შედეგად დაიღუპა“ - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ალ-ბაღდადის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია რამდენჯერმე გავრცელდა, თუმცა არცერთხელ დადასტურებულა.
მსგავსი ინფორმაცია, ბოლოს, 11 ივნისს გავრცელდა, რომლის თანახმადაც ISIS-ის ლიკვიდირება საერთაშორიოს კოალიციის ავიაიერიშებით განხორციელდა.
მასალის გამოყენების პირობები






