მისი თქმით, სამხედრო დაზვერვაში ირაკლი ალასანიას ბიძაშვილი ვინმე ყუფუნია დაინიშნა, ხოლო გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილის, ვახტანგ კაპანაძის 21 წლის ქალიშვილის დასასაქმებლად სპეციალურად გაიხსნა შტატი.
მისივე თქმით, გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილის ქალიშვილი აშშ-ში სამინისტროს ხარჯებით სასწავლებლად გაემგზავრა.
,,გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილის ვახტანგ კაპანაძის 21 წლის ქალიშვილი დაინიშნა არარსებული რეაბილიტაციის ცენტრის ხელმძღვანელად. ასეთი ცენტრი თავდაცვის უწყებაში საერთოდ არ არსებობს და შტატი ხელოვნურად შეიქმნა.
დანიშვნისთანავე, გოგონა თავდაცვის სამინისტროს ხარჯებით აშშ-ში გაემგზავრა სასწავლებლად. ეს ფაქტი სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ შესაბამისი ორგანოები დაინტერესდნენ.
სერჟანტი აცხადებს, რომ სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსნები ჩართული იყვნენ კორუფციულ სქემაში, თუმცა, დააკავეს მხოლოდ ერთი - პოლკოვნიკი ბოხუა, რასაც არ ახმაურებენ.
,,პრაიმტაიმის" ინფორმაციაზე კომენტარი თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურშიც გააკეთეს:
დაკავებული პოლკოვნიკის მალხაზ ბოხუას დაკავების შესახებ კომენტარისას პრესსამსახურის უფროსმა ლევან ჯორბენაძემ განაცხადა, რომ ის ბრალდებულია, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფთან ერთად მართლსაწინააღმდეგო ქმედებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის სპეცსახსრებისათვის გამოყოფილი დიდი ოდენობით, 500 000 ლარზე მეტი თანხის მითვისებასა და გაფლანგვაში. ბოხუა დაკავებულია და საქმეზე მიმდინარეობს გამოძება.
მასალის გამოყენების პირობები






