მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილმა ხანძარმა, ამჟამინდელი მონაცემებით, 17 ადამიანი იმსხვერპლა. დაშავებულია 100-მდე ადამიანი, მათგან 34 ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება, 17 დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია. გადარჩენილთა დასახმარებლად მათთვის მოწყობილ თავშესაფრებში ადგილობრივი მოსახლეობა მიდის.
შეგახსენებთ, 14 ივნისს, ლონდონის დასავლეთით, კენსინგტონის რაიონში 27-სართულიან საცხოვრებელ შენობას - Grenfell Tower, ცეცხლი გამთენიისას გაუჩნდა. ხანძარი მთელს შენობას 15 წუთში მოედო და 24 სართული გაანადგურა.
სახლში სავარაუდოდ 600-დე ადამიანი ცხოვრობდა, თუმცა რამადანის გამო ხალხი გარეთ იმყოფებოდა. მაცხოვრებლების ნაწილმა სახლის დატოვება მაოხერხა, ნაწილს ამ დრომდე ეძებენ.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაკეთებულია.
მეხანძრეები ხანძრის ჩაქრობას მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ. ამჟამად ცეცხლი ლიკვიდირებული, თუმცა შენობის რთული კონსტრუქციისა და ჩამონგრევის დიდი საფრთხის გამო, დამაშველო სამუშაოები რთულდება.ადგილზე მობილიზებული 200-ზე მეტი მეხანძრე ადგილზე მუშაობას ამ დრომდე განაგრძობს. ამ მომენტისთვის ლონდონის ტრაგედიის ადგილი ასე გამოიყურება:



















მასალის გამოყენების პირობები






