„12 ჰა მიწის ფართობი, სადაც „ქართული ჩაის აღორძინების პროექტის“ განხორციელება იგეგმება სახელმწიფოს ეკუთვნის და სახელმწიფოს საკუთრებაშივე დარჩება“
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:58, 15 Jun, 2017     1374
„12 ჰა მიწის ფართობი, სადაც „ქართული ჩაის აღორძინების პროექტის“ განხორციელება იგეგმება სახელმწიფოს ეკუთვნის და სახელმწიფოს საკუთრებაშივე დარჩება“ - ეს განცხადება საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ TV იმედის ეთერში ქართული ჩაის აღორძინების შესახებ პროექტზე საუბრისას გააკეთა. მისი განმარტებით წალენჯიხაში არსებული 12 ჰა მიწის ფართი, სადაც საპარტნიორო ფონდისა და “ჰანთანგიუანის საერთაშორისო ჰოლდინგური ჯგუფის” ერთობლივი პროექტი უნდა განხორციელდეს არ კერძო მესაკუთერის, არამედ სახელმწიფო მფლობელობაშია და ჩინელი ინვესტორებისთვის მისი გადაცემა არ იგეგმება.

„რაც შეეხება მიწის გასხვისების საკითხს, ამაზე საუბარი არ არის და არც ყოფილა. მიწა დარჩება სახელმწიფოს კუთვნილებაში. აქ, საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ 15 წლის განმავლობაში, რომელიც პროექტის განხორციელების პერიოდს მოიცავს, არსებობს საფრთხე აღნიშნული ტერიტორია, რომელზეც ჩაის კულტურის განვითარება უნდა მოხდეს სხვა დანიშნულებით იქნას გამოყენებული. ამიტომ ჩვენ ვითხოვთ, რომ ეს მიწა 40-49 წლიანი არენდით საპარტნიორო ფონდს, ანუ ისევ სახელმწიფო სტრუქტურას, როგორც პროექტის პარტნიორს გადმოეცეს, რაც საქართველოში“ ჩაის აღორძინების პროექტის“ წარმატებულად განხორციელების გარანტიას იძლევა” - აღნიშნა დავით საგანელიძემ.

დავით საგანელიძის განმარტებით „ქართული ჩაის აღორძინების პროექტი“ 15 წლიანია და მისი საინვესტიციო მოცულობა ჯამში 500.000 აშშ დოლარს შეადგენს. პროექტის პირველი ეტაპი წალენჯიხიდან იწყება და ჩაის კულტურის აღდგენასა და პლანტაციების რეაბილიტაციას გულისხმობს. ჩინელებს ჩაის წარმოების უდიდესი გამოცდილება აქვთ. პირველები არინ ჩაის როგორც წარმოების ასევე, მოხმარების თვალსაზრისითაც. ჩინეთში ჩაიზე მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ ქვეყანა ჩაის იმპორტს შრილანკიდან და ინდოეთიდან ახორციელებს.

ჩინური მხარე მზად არის საქართველოში აღადგინოს ჩაის ინდუსტრია და საბაზრო ფასით თავად შეიძინოს ქართული პროდუქტი. ასე, რომ ჩაის რეალიზაციის პრობლემა დავით საგანელიძის განმარტებით არ შეიქმნება. ფაბრიკების ტექნიკური აღჭურვილობის გადმოცემას ჩინური მხარე გრანტის სახით გეგმავს. პროექტი დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონს, სამეგრელოს, აჭარას, გურიას და იმერეთში ხონისა და ტყიბულის რაიონებს მოიცავს, სადაც ყველაზე მაღალი ხარისხის ჩაი მოდის. 25 წლიანი პაუზის შემდეგ გაჩნდა შესაძლებლობა, რომ რეგიონში ჩაის კულტურის აღორძინების შედეგად ათასობით სამუშაო ადგილი გაჩნდეს. პროექტი, რომელიც საპარტნიორო ფონდთან ერთად ჩინურმა “ჰანთანგიუანის საერთაშორისო ჰოლდინგურმა ჯგუფმა” შეიმუშავა რეგიონში ადგილობრივების დასაქმებისა და მათი შემოსავლების ზრდის გარანტორი გახდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42