თურქეთმა გაეროს მოსამართლეს 7-ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მსოფლიო - 16:13, 15 Jun, 2017     1925

თურქეთმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის მექანიზმის მოსამართლეს, აიდინ სეფა აკაის 7-ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

როგორც BBC იტყობინება, ანკარის სასამართლო აიდინ სეფა აკაის პრეზიდენტ ერდოღანის ოპოზიციონერ , აშშ-ში მცხოვრები სასულიერი პირს ფეთჰულა გიულენის „ტერორისტული ორგანიზაციის“ წევრობაში ადანაშაულებს.

გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალის მექანიზმის განცხადებით, თურქეთის გადაწყვეტილება დასაჯოს მოსამართლე, არის როგორც დიპლომატიური იმუნიტეტის ასევე საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევა.

მოსამართლე თურქეთში 2016 წლის 21 სექტემბერში, თურქეთში განხორცილებული მასობრივი დაკავებებისას დააპატიმრეს. სასამართლომ ის გაათავისუფლა, თუმცა პასპორტი ჩამოართვა და ქვეყნის დატოვება აუკრძალა.

შეგახსენებთ, 2016 წლის 15 ივლისის ღამეს, თურქეთში სამხედრო ამბოხი მოხდა, რომლის ორგანიზატორად , ანკარა პრეზიდენტ ერდოღანის ოპოზოციონერ , სასულიერი პირს ფეთჰულა გიულენს ასახელებს და ვაშინგტონისგან მის ექსტრადირებას ითხოვს.

ფეთჰულა გიულენი 1999 წლიდან პენსილვანიაში ცხოვრობს.

სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობას 230 ადამიანი ემსხვერპლა, მათი უმრავლესობა თავად სამხედროა.

15 ივლისის შემდეგ სამსახურიდან დაითხოვეს და დააპატიმრეს ათი ათასობით სამხედრო, მოსამართლე, პოლიციელი, მასწავლებელი. ქვეყანაში დაიხურა 100-ზე მეტი მედიასაშუალება, რის შედეგადაც სამსახურის გარეშე დარჩა 2 300-ზე მეტი ჟურნალისტი.

15 ივლისის მოვლენების შემდეგ თურქეთში მინიმუმ 99 ჟურნალისტი და მწერალი დააკავეს, მინიმუმ 330-ს აკრედიტაცია ჩამოართვეს.

სამხედრო გადატრიალების შემდეგ სულ 40 000 ადამიანი დააკავეს, სამსახურებიდან გაათავისუფლეს ან საქმიანობა შეუჩერეს 120 000-მდე ადამიანს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42