„ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი - კომპანიის დამფუძნებლები და მესაკუთრეები სრულად ეთანხმებიან გეგმას, რომელიც წარმოვადგინეთ
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:41, 15 Jun, 2017     1064
„ჯორჯიან მანგანეზის“ დამფუძნებელი კომპანიის Georgian American Alloys წარმომადგენლები და კომპანიის მესაკუთრეები სრულად ეთანხმებიან გეგმას, რომელიც წარმოვადგინეთ. ამის შესახებ „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკა ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, გეგმის შემუშავება სწორედ კომპანიის მესაკუთრეებთან თანამშრომლობით მოხდა და შესაბამისად, ისინი სრულად ეთანხმებიან, როგორც გეგმას, ასევე მის შესრულებას ვადებში.

„ვაპირებ შევასრულო ის გეგმა, რომელიც უკვე წარვადგინე საჯაროდ. განსაკუთრებით ვიმუშავებთ ე.წ. ცხელ წერტილებზე, ეს არის შლამების ჩაშვება მდინარეში, მდინარის დაბინძურება. საორგანიზაციო საკითხები უკევ შევასრულეთ, გარემოს დაცვითი ღონისძიებები გავატარეთ. თუმცა, ერთ-ერთი მთავარია ქარხნის მშენებლობა, რომლის წარმომადგენლებსაც - გერმანულ კომპანია „ოლ მინერალს“ უკვე ვესაუბრე. სავარაუდოდ, შემდეგ კვირას გვექნება შეხვედრა და დაიწყება ქარხნის პროექტირებასა და მშენებლობაზე მოლაპარაკებები“, - განაცხადა ნიკა ჩიქოვანმა.

მისი თქმით, საუბარია მადნის გამრეცხავ ქარხანაზე, რომელსაც მაქსიმალურად, 96% გამოაქვს მადნიდან მარგანეცი და მანგანუმი. შესაბამისად, მდინარეში აღარ ჩავა მანგანუმი და მდინარე გასუფთავდება.

ნიკა ჩიქოვანის თქმით, გარემოს სამინისტროს მიერ კომპანიისთვის წაყენებული მოთხოვნები არის ლიცენზიის პირობებით გაწერილი. სამინისტრო 10 წლის განმავლობაში ითხოვდა ლიცენზიის პირობების შესრულებას კომპანიის წინა ხელმძღვანელობისგან და ვინაიდან ეს პირობები არ შესრულდა, საჭირო გახდა სპეციალური მმართველის დანიშვნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42