აუქციონზე ადოლფ ჰიტლერის Mein Kampf მისივე ავტოგრაფით იყიდება
მსოფლიო - 15:30, 15 Jun, 2017     2482
დიდ ბრიტანეთში, აუქციონზე ნაცისტური გერმანიის დიქტატორის ადოლფ ჰიტლერის ავტობიოგრაფიის Mein Kampf („ჩემი მბრძოლა“) იშვიათი ეგზემპლარი იყიდება.


1935 წელს გამოცემული წიგნის წინა ყდაზე ჰიტლერის ხელმოწერაა.

წიგნი აუქციონზე, ქალაქ კლაიტეროში მდებარე Silverwoods-ის აუცქიონის სახლს გამოაქვს.

მისი საწყისი ღირებულება 1000 ფუნტ-სტერლინგია.

აუქციონის სახლის დირექტორის ჯეიმს ტომსონის განცხადებით, აღნიშნულ წიგნს ზოგი ადამიანი არც გაეკარება, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომელთაც აინტერესებთ, ჰიტლერის დაუნდობელი მმართველობის დეტალები.

"წიგნს მყიდველი აუცილებლად გამოუჩნდება, რადგან შესაძლოა, ვიღაცას მართლაც აინტერესებდეს, როგორ წერდა კაცი, რომელმაც მსოფლიოში ამდენი ბოროტება ჩაიდინა“ - განაცხადა ტომსონმა.

როგორც გაირკვა, წიგნი ჰიტლერის ავტოგრაფით, ბრიტანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის, პიტერ კადოგანის ოჯახში ინახებოდა. კადოგანი იუნიტი მიტფორდს იცნობდა, რომელიც ადოლფ ჰიტლერთან დაახლოებული პირი იყო და სწორედ მას სთხოვა, ნაცისტური გერმანიის დიქტატორისთვის ავტოგრაფი ჩამოერთმია.

წიგნის გაყიდვა კადოგანის შთამომავლებმა გადაწყვიტეს.

Mein Kampf-ი პირველად 1925 წელს გამოქვეყნდა. წიგნში ჰიტლერის პოლიტიკურ იდეოლოგიასა და მის სამომავლო გეგმებს ეხება. მესამე რეიხში „ნაცისტურ ბიბლიად“ მიჩნეული „ჩემი ბრძოლა“ (Mein Kampf) ამჟამად აკრძალული ლიტერატურის ნუსხაშია შეტანილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42