სოფლის მეურნეობის სამინისტრო გარემოს დაცვით ღონისძიებაში მონაწილეობს
საზოგადოება - 17:57, 16 Jun, 2013     491

სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებმა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორია ბალახისა და პოლიეთილენის პარკებისგან გაათავისუფლეს. აქციის ფარგლებში სოფლის მეურნეობის მინისტრმა,შალვა ფიფიამ თანამშრომლებთან ერთად სამინისტროს ეზო დაასუფთავა.

 

"ჩვენ გადავწყვიტეთ ჩავრთულიყავით დასუფთავების აქციაში და თანამშრომლებთან ერთად ვასუფთავებთ სამინისტროს ეზოს. იმედი გვაქვს, რომ მსგავსს აქციებს მიეცემა სისტემატიური ხასიათი და მომავალ წლებშიც გაგრძელდება",-განაცხადა შალვა ფიფიამ.

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიმდინარე აქციას შეუერთდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგოლაძეც. "ჩვენი სამინისტროს ინიციატივით, მთელი საქართველოს მასშტაბით გამოცხადდა საყოველთაო დასუფთავების აქცია,რომელშიც ჩაერთო ბევრი ორგანიზაცია, მათ შორის აქტიური მონაწილეობა მიიღო სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, რომელიც წარმოდგენილი იყო სამინისტროსა და მისი საქვეუწყებო სტრუქტურების თანამშრომლებით, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ",-განაცხადა ხათუნა გოგოლაძემ.

 

"მწვანე თვის" ინიციატივა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და შპს "მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის" მხარდაჭერით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42