აშშ-ის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ყირიმის ანექსიისა და დონბასში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.
დოკუმენტი წარმომადგენელთა პალატას გადაეგზავნა, რომლის დამტკიცების შემდეგ, დოკუმენტს ხელს პრეზიდენტი მოაწერს, რის შემდეგაც კანონი ძალაში შევა.
რუსეთისთვის სანქციების გამკაცრების შესახებ ცნობილი, 13 ივნისს გახდა.
სანქციები, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ დაწესდა, რუსეთის მოქალაქეებისა და რუსული კომპანიებისთვის სავიზო და ფინანსურ შეზღუდვეს ითვალისწინებს.
სანქციები შეეხო იმ პირებსა და კომპანიებსაც, რომლებიც მილსადენის სისტემის განვითარებით რუსეთის ხელისუფლებას ნავთობისა და ბუნებრივი აირის ექსპორტში ეხმარება.
ამავდროულად, როგორც ბიბისი იტყობინება, კანონპროექტის ტექსტი ისეა შედგენილი, რომ პრეზიდენტს სანქციების შემსუბუქება/მოხსნის უფლებას უზღუდავს.
მასალის გამოყენების პირობები






