სოციალურ ქსელებში ერთხელ მაინც შეგვხვედრია სახალისო მიმები, რომლებზეც ხანძრის ფონზე კმაყოფილი გოგონა და ასევე საკუთარი ქცევით კმაყოფილი პატარა ბიჭია ასახული.
ფოტოები თავის დროზე ბავშვების მშობლებმა გამოაქვეყნეს და ალბათ, ვერც იფიქრებდნენ, თუ ასეთ პოპულარულობას მოიპოვებდნენ. ფოტოების რეალური ისტორია კი ბევრმა არ იცის.
ნახეთ, როგორ გამოიყურებიან პოპულარული მიმების გმირები წლების შემდეგ :
1. სემი გრიმერი 11 თვის იყო, როდესაც 2007 წელს დედამ მისი ფოტო ფესბუკზე გამოაქვეყნა. მას შემდეგ სემის ფოტო სხვადასხვა მემეების ინსპირცია გახდა და აქტუალურობას არც დღეს კარგავს. ერთი შეხედვით სახალისო ფოტო, სემის ოჯახს ძალიან დაეხმარა, რადგან მაშინ მის მამას თირკმლის ტრანპსლანტაციისთვის თანხა სჭირდებოდა, რომლის ნაწილიც სოციალური ქსელის მომხარებლებმა შეუგროვეს.

2. ფოტოს, რომელზეც ჩანს, თითქოს პატარა გოგონა სახლში გაჩენილი ხანძრით არის კმაყოფილი, რეალურად სხვა ისტორია აქვს. საქმე იმაშია, რომ ზოე როთი, ადგილობრივი მხანძრეების წვრთნებზე იმყოფებოდა და ხანძარი იმიტირებული იყო.

მასალის გამოყენების პირობები






