აფგან მუხთარლის საქმე - "საქართველოს შავი ლაქა“ ევროპულ სივრცეში და ბრიუსელის მძიმე წერილი კვირიკაშვილს
პოზიცია - 17:58, 14 Jun, 2017     4362
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ბურუსით მოცული გაუჩინარება, საქართველოს ხელისუფლების ბრალეულობა და უმოქმედობა – აფგან მუხთარლის საქმე საერთაშორისო ექსპერტების დღის წესრიგში მესამე კვირაა აქტიურად დგას.

ევროპარლამენტი ილჰამ ალიევთან მწვავედ დაპირისპირებული და აზერბაიჯანიდან დევნილი ჟურნალისტის გატაცების საქმეზე რეზოლუციას ხვალ მიიღებს, მანამდე კი ცნობილი ხდება, რომ 23 გავლენიანი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციისგან საქართველოს პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი მწვავე კრიტიკას იღებს.

განცხადების ავტორები მთავრობის მეთაურს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, ასევე საერთაშორისო და მორალურ ვალდებულებებს ახსენებენ.

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აფგან მუხთარლის საქმეზე განმარტებებს უშუალოდ საქართველოს პრემიერმინისტრისგან 7 ივნისიდან უშედეგოდ ელოდებიან. ბრიუსელიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გადმოიგზავნილ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ - მუხთარლი გატაცებულია, ამიტომ NGO-ი ოფიციალურ თბილისისგან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე გამჭვრივალე გამოძიების ჩატარებას მოითხოვენ, რომ საქმის ირგვლივ არსებულ კითხვებს მკაფიო პასუხიები გაეცეს.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საქართველოს აქვს ვალდებულება მუხთარლის საქმე გამოიძიოს, თუმცა წერილის ადრესატმა საერთაშორისო ენჯეოების კრიტიკულ კითხვებზე დღეს ჟურნალისტებს არ უპასუხა.

კვირიკაშვილი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:

“გამოძიება მიმდინარეობს. ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ საქართველომ შეინარჩუნოს და განავითაროს მომავალშიც დემოკრატიული ქვეყნის იმიჯი,”- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

სწორედ საქართველოს რეპუტაციას აყენებენ კითხვის ნიშნის ქვეშ ევროპელი ექსპერტები, მეტიც გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჟურნალისტის საქმე ევროპულ სივრცეში საქართველოს "შავ ლაქად" უკვე მონათლეს:

“აფგან მუხთარლის გატაცება არის შავი ლაქა საქართველოს რეპუტაციაზე, როგორც კავკასიის რეგიონის ლიდერ ქვეყანაზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით,”- აღნიშბულია ერთ-ერთ მწვავე წერილში.

როგორ აისახება ბრიუსელის კრიტიკა საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე და რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ შელახული რეპუტაცია გამოისწოროს?!

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია „ნიუპოსტთან“ საუბრისას იმ „სისტემურ პრობლემებზე“ საუბრობს, რომელმაც მისი თქმით, ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციები საგრძნობლად შეურყია.

"როდესაც ადამიანს თბილისის შუაგულიდან იტაცებენ, ეს ყველანაირი პრინციპის, სამართლებრივი, კონსტიტუციური ნორმების უხეში დარღვევაა. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე სიმპტომია, რომ ქვეყანაში უსაფრთხოების სისტემა მორღვეულია. რეზონანსულმა საქმემ დაადასტურა ისიც, რომ ჩვენი ქვეყანა არაფორმალური მმართველობის მექანიზმით იმართება და კონსტიტუციურ ჩარჩოებს დიდი ხანია გასცდა. ბუნებრივია, საქართველოს უსაფრთხოებისთვის, მისი დემოკრატიულობის იმიჯი ქვაკუთხედია, რომ ევროპელმა პარტნიორებმა მხარი დაგვიჭირონ იმ რთული გამოწვევების წინაშე, რაც დღეს საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით აქვს, განსაკუთრებით რუსეთთან ჰიბრიდული ომის პირობებში. თუკი საქართველო დემოკრატიული ქვეყნის იმიჯს დაკარგავს, ის ფართო სპექტრის საფრთხეებისგან ადვილად მოწყვლადი გახდება“- განაცხადა ექსპერტმა.

ქუთელია აღნიშნავს, რომ აფგან მუხთარლის საქმემ საქართველოს იმიჯი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ უკვე დააზიანა.

„ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება, ზიანი რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას უკვე მიადგა, ნაწილობრივ მაინც გამოასწოროს, სწრაფი რეაგირებით და რაც მთავარია, ამ გამოძიების ფარგლებში იმ პირების პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, ვინც ჟურნალისტის გატაცების საქმეში იყო ჩართული, შემდეგ კი საერთაშორისო თანამეგობრობას მისცეს გარანტია, რომ მსგავსი რამ, მომავალში არ განმეორდება"- განაცხადა "ნიუპოსტთან" ბათუ ქუთელიამ.

ექსპერტის თქმით, საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის მთავარი საფუძველი ქვეყანის დემოკრატიის ხარისხი და ადამიანის უფლებათა დაცვაა. ქუთელია აცხადებს, რომ თუ ეს მთავარი პრინციპები მოიშალა, რისი საფუძველიც არის, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხი შეფერხდება.

"მთავარი ზიანი, რაც ევროპულ და ევროატლანტიკურ პროცესს შეიძლება მიადგეს არის ის, რომ საქართველო ევროპელი პოლიტიკოსების მიერ უსაფრთხო და დემოკრატიულ ქვეყნად არ იყოს აღქმული"- დასძინა ბათუ ქუთელიამ „ნიუპოსტთან“ საუბრისას.

საქართველოს საერთაშორისო იმიჯის კუთხით მიყენებულ ზიანზე საუბრობს ექსპერტი ნიკა ჩიტიძეც. მისი თქმით, თითქმის შეუძლებელია სპეცოპერაციის ჩატარება თუ ეს ქართველ ძალოვანებთან შეთანხმებული არ არის.

"დედაქალაქის ცენტრიდან ტომრის ჩამოცმით ადამიანის გატაცება და მისი სახელმწიფო საზღვარზე გადაყვანა, როგორც მოსალოდნელი იყო საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე უარყოფითად აისახა. იმ ფონზე, როცა მუხთარლის გაუჩინარებაში ქართველი სამართალდამცავების მონაწილეობას საქართველოს ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს, კვირიკაშვილმა როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო საზოგადოებას მკაფიო და დამაჯერებელი პასუხი უნდა გასცეს, როგორ გადაკვეთა აფგან მუხთარლიმ, საზღვარი სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების გვერდით ავლით, მითუმეტეს, როცა ადამიანი ტომარაგადაცმული გაატარეს საზღვარზე.

ქართველი ძალოვანების თანამონაწილეობის შესახებ საფუძვლიანი ეჭვები არსებობს და ეს უკვე აისახა ქვეყნის იმიჯზე. ევროკავშირისა და ნატოს მხრიდან წამოყენებული მთავარი მოთხოვნებია, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა იყოს. ნატო - ეს მხოლოდ სამხედრო პოლიტიკური ბლოკი არ არის, ევროკავშირი კი მხოლოდ ეკონომიკური ორგანიზაცია, ორივე მათგანი ეფუძნება საერთო ღირებულებებს - დემოკრატია და ადამიანის უფლებები. შესაბამისად საქართველოს დემოკრატიულ თანამეგობრობებში ინტეგრაცია შეფერხდება მსგავსი ინციდენტების გამო. სამწუხაროდ საქართველომ სხვა შენიშვნებიც მიიღო, მათ შორის შერჩევით სამართალთან და მასმედიაზე ზეწოლის კუთხით და სხვა"- განაცხადა ექსპერტმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახური უკვე მესამე კვირაა რაც საზოგადოებას არწმუნებენ, რომ არ აქვთ ინფორმაცია, ვინ და როგორ მოახერხა თბილისის ცენტრიდან, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცება... მართალია სურვილი არ აქვთ, მაგრამ კვირიკაშვილის გუნდს იმ კითხვებზე პასუხის გაცემა რომელიც აქამდე უკვე ბევრჯერ დაისვა აუცილებლად მოუწევს, ახლა უკვე ევროსასამართლოსა და ევროპული ინსტიტუტებისთვის. ხოლო რა შედეგი დადგება და რა "ხარკის" გადახდა მოუწევს საქართელოს მთავრობას ეროპის წინაშე შელახული იმიჯის აღსადგენად მტკივნეული წარმოსადგენია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42