საპარტნიორო ფონდს CRCC China Railway Construction Company ეწვია
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:17, 14 Jun, 2017     1478
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში CRCC China Railway Construction Company -ის დელეგაცია მიიღო. CRCC China Railway Construction Company ჩინეთში ცნობილი რკინიგზის სამშენებლო და ყველაზე მსხვილი კონტრაქტორი კომპანიაა, რომელიც საქართველოში კაპიტალდაბანდებით ინტერესდება.

საპარტნიორო ფონდში გამართულ შხვედრაზე ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ CRCC China Railway Construction Company-ის წარმომადგენლებს ფონდის მანდატი, ფუნქცია, პრიორიტეტები, ასევე ფონდის მიერ დასრულებული და მიმდინარე პროექტები გააცნო. თავის მხრივ ჩინური კომპანიის დელეგაციის წევრებმა ფონდის აღმასრულებელ დირექტორს საქართველოში დაგეგმილი საინვესტიციო აქტივობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და საპარტნიორო ფონდთან თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების სურვილი გამოთქვეს.

საქართველო-ჩინეთს შორის უახლესი მიღწევების, ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობისა და თანამშრომლობის გააქტიურების ფონზე CRCC China Railway Construction Company საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებით არის დაინტერესებული. ჩინური CRCC China Railway Construction Company-ი ინვესტიციის დაბანდებას საქართველოს ინფრასტრუქტურის სფეროში გეგმავს.

CRCC China Railway Construction Company-ის შვილობილი კომპანია China Railway 23rd. Bureau Co.,LTd საქართველოს ბაზარზე სხვადასხვა პროექტებში არის წარმოდგენილი. ჩინური CRCC China Railway Construction Company კომპანია „ჩინეთის ხოასინის ენერგეტიკულ კომპანიასთან” (CEFC) თანამშრომლობს, რომელთანაც საპარტნიორო ფონდმა ერთობლივი „საქართველოს აღმშენებლობის ნაციონალური ფონდი“ შექმნა.

ხელშეკრულების ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია პეკინში 14-15 მაისს გამართულ „ერთი სარტყელი, ერთი გზა საერთაშორისო თანამშრომლობისათვის“ ფორუმის ფარგლებში გაფორმდა.

CRCC China Railway Construction Company -ის პარტნიორია ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სადაზღვევო კომპანიაა Sino Sure , რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 50 000-ზე მეტ კომპანიასთან თანამშრომლობს და ბოლო 6 წლის განმავლობაში ბიზნესის დაზღვევის მხრივ ჩინეთში პირველ ადგილს იკავებს. Sino Sure პარტნიორ კომპანიებს სავაჭრო, სამრეწველო, ფისკალური და ფინანსური პოლიტიკის წარმოებასა და ასევე, ექსპორტის დაზღვევის ინსტრუმენტების განვითარებაში უწყობს ხელს. Sino sure -ს მენეჯმენტი საქართველოში ვიზიტს სექტემბერში გეგმავს. ვიზიტის ფარგლებში საპარტნიორო ფონდთან ურთიერთთამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას მოეწერება ხელი.

CRCC

ჩინეთის რკინიგზის სამშენებლო კორპორაცია Limited ("CRCC") მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამშენებლო ჯგუფია, რომელიც Fortune Global რეიტინგში 79-ე ადგილზეა, ხოლო ჩინეთის 500-ზე მეტ კომპანიას შორის მე -8 ადგილი უჭირავს. ყავს 250-ზე მეტი გლობალური კონტრაქტორი.

CRCC- ის საქმიანობა მოიცავს კონსულტაციას, სამრეწველო წარმოებას, უძრავი ქონების განვითარებას, ლოჯისტიკის, საქონლისა და მასალების ვაჭრობას, ასევე კაპიტალურ საქმიანობას. ყოვლისმომცველი სამრეწველო ჯაჭვი საშუალებას აძლევს CRCC- ს უზრუნველყოს მისი კლიენტებისთვის ერთიანი ინტეგრირებული მომსახურება რკინიგზის, მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო ხაზების, ხიდების, გვირაბებისა და ურბანული სარკინიგზო ტრანსპორტის პროექტის დიზაინისა და სამშენებლო დარგებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42