კრემლის "შიშები" - დასავლეთი ცდილობს რუსეთის საზოგადოებაზე "მავნე ზეგავლენა" მოახდინოს
მსოფლიო - 15:17, 14 Jun, 2017     1331

რუსეთის დუმის ფედერაციის საბჭომ მიიღო რეკომენდაციები, რომელიც რუსეთის საზოგადოებაზე დასავლეთის მავნე ზეგავლენის აღკვეთის გზებს შეეხება. რეკომენდაციებში წარმოდგენილია ის ნაბიჯები, რომელიც უნდა გადადგას რუსეთის ხელისუფლებამ, საკუთარი ინტერესების დაცვისთვის.

14 ივნისს დოკუმენტის განხილვის დროს დუმის დეპუტატები აცხადებდნენ, რომ დასავლეთი უფრო და უფრო აქტიურად ცდილობს რუსეთის პოლიტიკაში ჩარევას, რისთვისაც პოლიტიკურ და ეკონომიკურ მეთოდებთან ერთად, აქტიურად იყენებს მედია რესურსებს, ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებს.

დუმის საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარის, კონსტანტინე კოსაჩოვის განცხადებით, აშშ და NATO-ს წევრი ქვეყნები ასევე ცდილობენ გავლენა მოახდინონ რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებზე, რომელიც 2018 წელს, მარტში გაიმართება.

იგი აცხადებს, რომ დასავლეთშ სურს მთელ რიგ ქვეყნებში, განსაკუთრებით რუსეთში, დემოკრატიის ექსპორტი მოახდინოს და ამ გზით შიდასახელმწიფოებრივი კრიზისი გამოიწვიოს.

კოსაჩევის განცხადებით, დასავლეთში უკვე შექმნილია საფინანსო და საინფორმაციო-პროპაგანდისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც მიმართულია რუსეთის ხელისუფლების საგარეო პოლიტიკაზე პირდაპირი ზეწოლის განხორციელებისათვის. ეს ინფრასტრუქტურა შიდაპოლიტიკური დესტაბილიზაციის პროვოცირების მიზნით, მხარს უჭერს ოპოზიციურ ძალებს, მათ შორის საინფორმაციო მხარდაჭერის გზით.

აქვე საუბარია იმ საკითხზე,ც რომ ხშირად რუსეთის მედიის წარმომადგენლები დასავლელი კოლეგბის ზეგავლენის ქვეშ ექცევიან და ანტისახელმწიფოებრივ ცნობიერებაზე ცუდ გავლენას ახდენენ. იქმნება ანტირუსული კონყტენტები, რომლებიც მიმართულია რუსეთის სახელმწიფებრივი საინფორმაციო პოლიტიკის წინააღმდეგ.

რუსეთის დუმა რეკომენდაციას აძლევს მთავრობას, განახორციელოს ქვეყნის საკანონმდებლო და სამართლებრივი მექანიზმების სრული ანალიზი, თუ რამდენად შეესაბამება ისინი გარე ზეგავლენისაგან დაცვის თანამედროვე მოთხოვნებს. განსაკუთრებული აქცენტები უნდა გაკეთდეს ყველაზე "სუსტ წერტილებზე", როგორიცაა არჩევნები, პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორანიზაციები, ბიზნესი მედია და სიცქსელები. აღნიშნულ სფეროებში ნაკლოვანების აღმოჩენის შემთხვევაში, დუმის დეპუტატების აზრით, უნდა მოხდეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც დასავლურ ზეგავლენას მაქსიმალურად შეამცირებს.

ასევე, მთავრობამ, შესაბამისი სამსახურების მეშვეობით, უნდა შეისწავლოს ზ.ა. "სუსტი წერტილების" ფინანსური წყაროები და საჭიროების შემთხვევაში გადაკეტოს მათი საზღვარგარეთიდან ირიბად დაფინანსების გზები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42