ამის შესახებ პუტინმა ამერიკელ რეჟისორთან ოლივერ სტოუნთან ინტერვიუში განაცხადა.
სტოუნთან ინტერვიუში პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთისთვის არსებობს საფრთხე, რაც იმაში მდგომარეობს, რო რუსეთის საზღვრებთან ახლოს ანტისარაკეტო სისტემები, შესაძლოა, რამდენიმე საათში „თავდასხმისთვის გადაკეთდეს.“
„აღმოსავლეთ ევროპაში, წყალში, გემებზე სისტემები იქნება დაყენებული, რომლებიც ხმელთაშუა ზღვაში იმორიგევებენ, განათავსებენ ალიასკაზეც. რუსეთი ფაქტობრივად საკეტსაწინააღმდეგო სისტემებით იქნება გარშემორტყმული.
ფაქტობრივად, ეს არის კიდევ ერთი დიდი, უხეში სტრატეგიული შეცდომა ჩვენი პარტიონების, რადგან ამ ყველაფერზე რუსეთს ადექვატური პასუხი ექნება“ - განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, გაფართოების ნაცვლად, ნატოს შეუძლია შეთანხმებები დადოს უსაფრთხოებისა და ურთიერთდახმარების შესახებ. მისივე თქმით, საბჭოთა კავშირის დაშლისა და ირანის მიერ ბირთვულ პროგრამაზე უარის შემდეგ, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსება და ალიანსის გაფართოება აზრს კარგავს.
პუტინის თქმით, ამის მიუხედავად, აშშ „რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებთან დაკავშირებით არსებული შეთანხმებიდან ცალმხრივად გავიდა.“
“ჩვენ კი მუდმივად გვეუბნებოდა, რომ ეს არ გვეხებოდა და თითქოს ირანის წინააღმდეგ ხორციელდებოდა.
პუტინის თქმით, „ახლა ირანთან პრობლემა არ არსებობს“, რადგან ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია, თუმცა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების ევროპაში განთავსება სრული სვლით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






