თიბისი ბანკმა ლარის კიდევ ერთი ახალი რესურსი მოიზიდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 10:47, 14 Jun, 2017     2464
თიბისი ბანკმა მსოფლიოს ერთერთ წამყვან საინვესტიციო კომპანია „სიმბიოტიკსთან“, ქართული ბიზნესის ხელშესაწყობად, სასარგებლო შეთანხმებას მიაღწია.

კერძოდ, თიბისი ბანკი „სიმბიოტიკსისგან“ 45 მილიონამდე ლარის 3 წლიან რესურსს მიიღებს, რომელიც მცირე, საშუალო და მიკრო ბიზნესის დაფინანსებას მოხმარდება.

შესაბამისად, უახლოეს წლებში თიბისი ბანკი კიდევ უფრო აქტიურად განაგრძობს მცირე, საშუალო და მიკრო ბიზნესებისთვის ლარის რესურსის შეთავაზებას, რაც კიდევ ერთი პოზიტიური გამოხმაურებაა სახელმწიფოს და ეროვნული ბანკის მიერ შემოთავაზებული გალარების ინიციატივაზე.

მოზიდული თანხით მცირე, საშუალო და მიკრო ბიზნესებზე 400,000 ლარამდე მოცულობის სესხების გაიცემა.

„მოხარული ვართ, რომ წარმატებულად დავასრულეთ მუშაობა ტრარნზაქციაზე, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული საფინანსო სექტორისა და საქართველოს ეკონომიკისთვის. ეს რესურსი დაეხმარება თიბისი ბანკს, რომ გააფართოვოს თავისი ოპერაციები რეგიონებსა და ქალაქებში და მიაწოდოს დაფინანსება მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებს ადგილობრივ ვალუტაში. ეს „სიმბიოტიკისა“ და თიბისი ბანკის პირველი ასეთი თანამშრომლობაა. გვიხარია, რომ წარმატებულად დავიწყეთ პარტნიორობა და იმედი გვაქვს, მომავალშიც ასეთივე წარმატებით ვითანამშრომლებთ,“- განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

„მოხარული ვართ, რომ წარმატებულად დავასრულეთ მუშაობა ტრანზაქციაზე თიბისი ბანკთან, რომელიც საქართველოს ლიდერ ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს და რომელიც მნიშვნელოვნად ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას საქართველოში, ქმნის ახალ შესაძლებლობებს და სამუშაო ადგილებს ქვეყანაში,“- განაცხადა დენიელ შირიბერმა „სიმბიოტიკსის“ საინვესტიციო ოპერაციების დირექტორმა.

„სიმბიოტიკსი“ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც ფოკუსირებულია განვითარებად ბაზრებზე. მისი მიზანია ასეთ ბაზრებზე ბიზნესის ხელშეწყობა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

„სიმბიოტიკსი“ ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ისეთ სფეროებში, როგორიცაა საკვები, სასოფლო-სამეურნეო, სამომხმარებლო და ენერგეტიკული სფეროები და უზრუნველყოფს სხვადასხვა საინვესტიციო გადაწყვეტებს ამ სფეროების გასავითარებლად. „სიმბიოტიკსი“ ფოკუსირებულია აფრიკაზე, ლათინურ ამერიკაზე, აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ-არმოსავლეთ და ცენტრალურ აზიაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42