ცნობისათვის, იბრაგიმოვის თანამებრძოლი იყო ორგანიზაცია ,,იმარატ კავკაზის“ წარმომადგენელი აჰმედ ჩატაევი, რომელიც საქართვლოს ციხიდან პოლიტპტიმრის სტატუსით გაათავისუფლეს.
ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება აცხადებდა, რომ ეს იყო რუსული მხარის პროვოკაცია, რამზან კადიროვის თაოსნობით. სწორედ ამ თემაზე ისაუბრა რამდენიმე დღის წინ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა. სააკაშვილის თქმით, ქართველი სამხედროებისა და სპეცსამსახურების მოქმედებები იყო მიმართული იქით, რომ აღეკვეთათ რუსული პროვოკაცია საქართველოში, რომელიც სამხედრო აგრესიით დასრულდებოდა.
ეს იყო ჩეჩნური დაჯგუფება, რომელთა წევრებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობდნენ, მათ შორის იყვნენ რამდენიმე ადგილობრივი პანკისელიც. 2012 წელს ქართული სპეცსამსახურების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული იქნა სამი ქართველი ძალოვანი და 11-მდე ჩეჩენი მერძოლი, სამი დაიჭრა, ხოლო ორი მიიმალა.
როგორც იბრაგიმოვმა ვენის სასამართლო პროცესზე განაცხადა, მთელი ეს ოპერაცია იყო დაგეგმილი ადგილობრივი ისლამ კადიროვის მიერ (რომელიც ჩეჩნეთის მეთაურის ნათესავია), რომელიც ელოდებოდა დაჯგუფების გადასვლას, რათა მათ შეხევდროდა რუსეთის საზღვართან. მისი სიტყვებით, ოპერაციის ჩავარდნა იყო მისი ბრალი - მან გააგზავნა სმს-შეტყობინება, რომელიც ხელში ჩაუვარდათ ქართულ და ამერიკულ სპეცსამსახურებს, რამაც განაპირობა გადაეკეტათ გზა რუსეთის საზღვირსკენ მიმავალი დაჯგყფებისთვის.
ქართულმა მესაღვრეებმა დაჯგუფება ალყაში მოაქცია, თუმცა მათ უარი თქვეს დანებებაზე. იბრაგიმოვი და ახმედ ჩატაევი დაიჭრნენ მაშინ, როცა მათ ქართულ ხელილისუფლებასთან მოლაპარაკება გადაწყვიტეს. ჩატაევი დააპატიმრეს, რომელიც მოგვიანებით სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, გაათავისუფლეს. იბრაგიმოვმა კი მიმალვა მოახერხა.
ის სტამბულის გავლით ვენაში გადავიდა და იქ გააგრძელა ცხოვრება.
როგორც „Кавказ.Реалии" წერს, იბრაგიმოვი ავსტრიაში ამ დრომდე ორჯერ იყო დაკავებული წვრილმანი სამართალდარღვევებისთვის. მესამე დაკავების დროს კი მის მობილურ ტელეფონში აღმოჩნდა ვიდეოჩანაწერი ლაფანყურის შესახებ, სადაც მუჰამედ იბრაგიმოვი დეტალურად აღწერს მის მონაწილეობას ლაფანყურის მოვლენებში. სწორედ ამის გამო აღიძრა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ტერორისტული ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდებით.
მასალის გამოყენების პირობები






