ჩეხი ასტრონომების განცხადებით, ტაურიდების მეტეორული ნაკადიდან რომელიმე ასტეოროიდის დედამიწასთან შეჯახების შანსი გაზრდილია.
ჩეხეთის მეცნიერებათა აკადემიის ასტრონომები ამ დასკვნამდე მას შემდეგ მივიდნენ, რაც 144 კოსმოსული სხეული, ატმოსფეროში აფეთქებული მოზრდილი მეტეორე ბი შეისწავლეს და გააანალიზეს და აღმოაჩინეს ნაკადის ახალი შტო, რომელშიც მინიმუმ ორი ისეთი ასტეროიდი შედის, რომელთა დიამეტრიც 200-300 მეტრია.
„დიდი ალბათობით, შტო ბევრ ისეთ ასტეროიდს შეიცავს, რომელთა დიამეტრიც ბევრად დიდია“ - ნათქვამია ჩეხეთის აკადემიის პრესრელიზში.
„აქედან გამომდინარე, ასტეროიდთან შეჯახების საშიშროება საგრძნობლად იზრდება ყოველ რამდენიმე წელიწადში ერთხელ, როდესაც დედამიწა ამ ინტერპლანეტურ სხეულების ნაკადთან ჩაივლის“.
ახალი შტო მოიცავს მზის ირგვლივ ერთობლივად მოძრავი ობიექტებს, რომელთაც დედამიწა ყოველ რამდენიმე წელიწადში ერთხელ ხვდება დაახლოებით 3-კვირიანი პერიოდით.
„ამ პერიოდში , რომელიმე მოზრდილ ობიექტთან შეჯახების ალბათობა საგრძნობლად მაღალია“ - აცხადებს აკადემია.
„მიუხედავად იმისა, რომ ასტეროიდი საკმაოდ მყიფეა, თუკი რომელიმე მათგანი საკმაოდ მოზრდილი იქნება, თავისუფლად შეუძლია ატმოსფეროს ღრმა ფენებში შეაღწიოს და დედამიწასთან შეჯახების რეალური საფრთხე შექმნას“ - დასძენს აკადემია.
მეცნიერები, შემდგომი კვლევების აუცილებლობაზე საუბრობენ, რათა მოხდეს "პოტენციურად სარისკო ობიექტების ამ რეალური წყაროს უკეთ შესწავლა; განსაკუთრებით, იმ ზომის ობიექტიების, რომელთაც ადგილობრივი ან კონტინენტური მასშტაბის კატასტროფის გამოწვევაც შეუძლიათ.“
მომზადებულია phys.org-ის მიხედვით.
მასალის გამოყენების პირობები






