„გალტ & თაგარტი” ტურიზმის სექტორის მიმოხილვას ყოველთვიურად ქართულ ენაზე გამოაქვეყნებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:28, 13 Jun, 2017     1278

გალტ & თაგარტის საქართველოს ტურიზმის სექტორის ყოველთვიური მიმოხილვა დღეიდან დაინტერესებული პირებისთვის ქართულ ენაზეც იქნება ხელმისაწვდომი. აღნიშნულ მიმოხილვას „გალტ & თაგარტი” ინგლისურ ენაზე 2016 წლის ნოემბრიდან აქვეყნებს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ტურიზმის სექტორის ყოველთვიური მიმოხილვა „გალტ & თაგარტის” ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია, ამასთან აღნიშნულ სექტორში ინვესტორთა დიდი ნაწილი ქართველია, დღეიდან მიმოხილვა ხელმისაწვდომი იქნება ქართულ ენაზეც.

ტურიზმის სექტორის მიმოხილვა ყოველი თვის დასაწყისში ქვეყნდება და მიმოიხილავს გასული თვის სექტორულ სტატისტიკას და ახალ ამბებს. ტურიზმის სექტორის სტატისტიკაში დეტალურადაა ჩაშლილი ვიზიტორების რაოდენობა, მათი ქვეყნების და კატეგორიების მიხედვით განაწილება და ა.შ. სექტორის მიმოხილვის ახალ ამბებში მოცემულია ინფორმაცია ინვესტორთა გეგმების, სასტუმროების განვითარების, ბაზარზე ახალი მოთამაშეების გამოჩენის შესახებ. ასევე, საქართველოს აეროპორტებში და საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე არსებულ ვიზიტორთა დინამიკის და ახალი რეისების შესახებ. ამასთან, მიმოხილვაში საუბარია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის საქართველოში ახალი კურორტების განვითარება.

„გალტ & თაგარტის” მიერ ტურიზმის სექტორის შესახებ მომზადებული მიმოხილვა უფასოა და ყოველი თვის დასაწყისში, ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია იხილოს ვებგვერდზე: www.gtresearch.ge.

„გალტ & თაგარტი“ მუდმივად აკვირდება საქართველოში მნიშვნელოვან ეკონომიკურ სექტორებს, როგორებიცაა ტურიზმი, ენერგეტიკა, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, ღვინო. მკითხველს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის პროდუქტს, მათ შორის სექტორების სიღრმისეულ წლიურ კვლევებს, ენერგეტიკის ყოველთვიურ მიმოხილვას, და საქართველოს და აზერბაიჯანის ეკონომიკების ყოველკვირეულ მიმოხილვას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42