"იანვარ-მაისში ექსპორტი წინა წელთან შედარებით 28.6%-ით გაიზარდა"- ეკონომიკის სამინისტრო
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:23, 13 Jun, 2017     1403
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით იანვარ-მაისში ექსპორტი წინა წელთან შედარებით 28.6%-ით გაიზარდა. უწყების წინასწარი მონაცემებით 2017 წლის იანვარ-მაისში, 10% -ით გაზრდილია საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობაც, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები გაიზარდა 21.5%-ით. სამინისტრო სხვა ეკონომიკურ მაჩვენებლებსაც აქვეყნებს:

„2017 წლის იანვარ-მაისში ექსპორტი წინა წელთან შედარებით 28.6%-ით (223 მლნ. აშშ დოლარით) გაიზარდა და 1 003 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 10.8%-ით (287 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა და 2 941 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

2017 წლის მაისში ექსპორტი გაიზარდა 25%-ით (43 მლნ. აშშ დოლარი), ხოლო იმპორტი 3.8%-ით (22.9 მლნ. აშშ დოლარი). საბოლოო ჯამში მაისში სავაჭრო ბალანსი გაუმჯობესდა 20.1 მლნ. აშშ დოლარით.

მიმდინარე წლის მაისში, უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა: მედიკამენტების (611%), სპილენძის მადნების და კონცენტრატების (134%), ეთილის სპირტის (89%) და მინერალური და მტკნარი წყლების (25%) ექსპორტი.

რაც შეეხება იმპორტს, გაზრდილია ხორბლის (289%), ელექტროენერგიის (129%), გამომთვლელი მანქანების და მათი ბლოკების (70%) და ნავთობისა და ნავთობპროდუქტების (13%) იმპორტი.

2016 წლის სექტემბრის შემდეგ საქართველოდან საქონლის ექსპორტის წლიური ზრდა ფიქსირდება, აღნიშნული ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2017 წლის იანვარში დაფიქსირდა - ზრდამ 45% შეადგინა. ამავე წლის თებერვალში ექსპორტი 13%-ით, მარტში 36.4%-ით, ხოლო აპრილში 22.9%-ით გაიზარდა. ექსპორტის ზრდას, საბაზო ეფექტთან ერთად, ხელი შეუწყო საექსპორტო ბაზრებზე შედარებით გაუმჯობესებულმა მდგომარეობამ.

საგარეო ფაქტორების გაუმჯობესება აისახა ყველა სხვა მიმართულებით, მათ შორის:

2017 წლის იანვარ-მაისში, საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა 10%-ით, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები გაიზარდა 21.5%-ით (146 მლნ. აშშ დოლარი);

2017 წლის იანვარ-აპრილში 19.3%-ით (64 მლნ. აშშ დოლარი) გაიზარდა ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მაჩვენებელიც.

საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის დივერსიფიკაციის შესაძლებლობების ზრდაზე. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების შესახებ წარმატებით დასრულებული და მიმდინარე მოლაპარაკებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას, შექმნის ექსპორტის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას, რაც საგარეო ვაჭრობის გზით გადმოცემულ ნეგატიურ ზეგავლენას მნიშვნელოვნად შეამცირებს და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას.“- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42