Game of Thrones-ის გულშემატკივრები სერიალის ახალი სეზონის შესახებ ნებისმიერ სიახლეს მოუთმენლად ელიან.
ამჯერად, HBO-მ გაგვიმხილა, რომ მეშვიდე სეზონში სერიების სიმცირეს, მათი ხანგრძლივობა დააბალანსებს. სერიალის შემქმნელების განცხადებით, მე-7 სეზონში მართალია, 10-ის ნაცვლად 7 ეპიზოდს ვიხილავთ, მაგრამ ისინი გასული სეზონების სერიებთან შედარებით, ყველაზე გრძელი იქნება.
მათგან კი ყველაზე ხანგრძლივი მე-6 და მე-7 ეპიზოდები იქნება, რომლებიც 71 წთ და 81წთ-იანებია.
შეგახსენებთ, GOT-ი ეთერში მე- 7 სეზონით 2017 წლის 16 ივლისს დაბრუნდება.
7 სეზონის სერიების ხანგრძლივობა ასეთია:
1 ეპიზოდი - 59 წუთი
2 ეპიზოდი - 59 წუთი
3 ეპიზოდი - 63 წუთი
4 ეპიზოდი - 50 წუთი
5 ეპიზოდი - 59 წუთი
6 ეპიზოდი - 71 წუთი
7 ეპიზოდი - 81 წუთი
7 სერია იქნება მერვე სეზონშიც. სერიალის შემქმნელების ვარაუდით, ყველაზე რეიტინგული ბოლო, მერვე სეზონი იქნება, რომლითაც სერიალის გადაღებები დასრულდება.
ცოტა ხნის წინ, HBO-მ “სამეფო კარის თამაშების“ მეშვიდე სეზონის ოფიციალური ტრეილერი გაავრცელა.
როგორც მოსალოდნელი იყო და ტრეილერიდან ჩანს, ახალ სეზონში ჯონ სნოუ, დეინერის ტარგარიანი და სერსეი ლანისტერი დომინირებენ.
Game of Thrones -ის მეექვსე სეზონის ბოლო სერია განსაკუთრებით საინტერესო იყო, რომელიც სერსეი ლანისტერის ტრიუმფალური აღზევებით დასრულდა. მე-10 სერიაში ასევე ყველაზე დიდი საიდუმლოს აეხადა ფარდა და დადასტურდა , რომ ჯონ სნოუ ნედ სტარკის ბასტარდი არ არის. ბრანის ნიჭის წყალობით გაირკვა და დადასტურდა, რომ ჯონი ნედის დის, ლიანასა და რაეგერ ტარგარიანის შვილია.
ვინტერფელში ველოდებოთ არიას დაბრუნებასაც. ეჭვგარეშეა, მეშვიდე სეზონი ძალიანსაინტრესო იქნება.
სერიალის შემქმნელებმა მეშვიდე სეზონის პირველი ოფიციალური ფოტოებიც გამოქვეყნეს.
ცნობილია ისიც, რომ სერიალის დასრულების შემდეგ, HBO "სამეფო კარის თამაშების" ოთხ ახალ სპინოფს გადაიღებს.
მასალის გამოყენების პირობები






