"იძულებით ენას ვერ ასწავლი, ქვეყანას ვერ შეაყვარებ და ფასეულობებს ვერ დანერგავ"
ამისათვის, უმნიშვნელოვანესი, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში, ქართული ენის სწავლება და გავრცელებაა. ენის ცოდნა მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება არ არის. ენის მეშვეობით ფასეულობები ვრცელდება. 90-იან წლებში ბევრი შეცდომა იყო დაშვებული და ბევრო დრო დაიკარგა. გაიზარდნენ თაობები, რომლებიც ქართულად არ საუბრობდნენ და ამიტომ, ბუნებრივია, ისინი რეგიონებში ჩაიკეტნენ და ქართულ საზოგადოებას დაშორდნენ. ამას ხელს უწყობდნენ, როგორც შიდა, ისე გარე მავნე ძალები.
ვარდების რევოლუციის შემდეგ ინტეგრაციის საკითხი მწვავედ დადგა ახალი ხელისუფლების წინაშე და ამ მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა. პირველ რიგში, შეიცვალა პოლიტიკური რიტორიკა, აშენდა დამაკავშირებელი გზები, მოგვარდა ბევრი სოციალური პრობლემა და რაც მთავარია, ეთნიკურ უმცირესობებში გაჩნდა ქართული ენის სწავლის სურვილი. ჩემი აზრით, ეს არის ინტეგრაციისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობა. იძულებით ენას ვერ ასწავლი, იძულებით ქვეყანას ვერ შეაყვარებ და იძულებით ფასეულობებს ვერ დანერგავ. ეთნიკურმა უმცირესობებმა დაინახეს, რომ საქართველო არის მათი სამშობლო. რევოლუციის შემდეგ შეწყდა ხალხის ხელოვნურად დაყოფა, პოლიტიკურ ლექსიკაში გაჩნდა ფრაზა: სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ქართველები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ეს გახდა იმის წინაპირობა, რომ ეთნიკურ უმცირესობებს ქართული ენის შესწავლის სურვილი გასჩენოდათ.
თუმცა, ერთია სურვილი და მეორე - ამ სურვილის ასრულება. გაირკვა, რომ ამის ხელისშემშლელი მთავარი პრობლემა ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთში მასწავლებლების დეფიციტი იყო. 2009 წელს დაიწყო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მასწავლებლები, რომლებიც ამ რეგიონებში წავიდოდნენ, 1000 ლარიან ხელფასს მიიღებდნენ. პროგრამა კარგად მუშაობდა, თუმცა ის შედეგი ვერ მოგვიტანა, რაც ამ პრობლემის საბოლოოდ გადაჭრას სჭირდებოდა. ამას ორი მიზეზი ჰქონდა: პირველი - ფინანსური, მეორე - ფსიქოლოგიური. პროგრამის 100-მდე ქართული ენის მასწავლებელი სრულად ვერ შეცვლიდა არსებულ მდგომარეობას მათი უზარმაზარი შრომის მიუხედავად. ამან შექმნა სიტუაცია, როდესაც ეს მაღალკვალიფიციური მასწავლებლები ამ სკოლებსა და სოფლებში ქართული ენის კუნძულებად დარჩნენ. ასევე, მწვავედ იდგა სახელმძღვანელოების პრობლემა. ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის სახელმძღვანელოები უბრალოდ არ არსებობდა.
2011 წელს ჩვენ დავიწყეთ ახალი პროგრამა ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის". ამ პროგრამის მიზანი ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის ნაწილის სკოლებში ქართული ენის სწავლის სურვილის დაკმაყოფილება იყო. ამ დროისთვის, საქართველოში ინგლისურ ენას უკვე ასწავლიდნენ მოხალისე მასწავლებლები ამერიკიდან, ინგლისიდან, ავსტრალიიდან და ა.შ. ამიტომ, ჩვენ ვიფიქრეთ - თუ არის ხალხი, რომლებიც საქართველოში მოხალისეებად ჩამოდიან ავსტრალიიდან, რომ ინგლისური ენა ასწავლონ, იქნებ საქართველოშიც არიან ისეთები, რომლებიც წავლენ ქვემო ქართლის სოფლებში იმისთვის, რომ ქართული ასწავლონ. არ დავმალავ, ბევრს არ სჯეროდა, რომ ეს პროექტი წარმატებული იქნებოდა. ბევრი ექსპერტობდა და გვაშინებდა, რომ კულტურების შეჯახება იქნებოდა და ლოჯისტიკასაც ვერ ავაწყობდით. სკეპტიკოსების მიუხედავად, ჩვენ საზოგადოებას ვაჩვენეთ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეფორმა იყო.
ამ პროგრამის ხელმძღვანელად ქართული ენის ფილოლოგი ან მეცნიერი არ დამინიშნავს. ის იყო ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც სჯეროდა ამ პროექტის წარმატების და სიტუაციის გამოსწორება სურდა. რთული რეფორმების გატარებისას უამრავი ადამიანი გამოჩნდება, რომელიც იტყვის, რომ ესა თუ ის შეუძლებელია და ხშირად არ არის ადეკვატური პასუხი კითხვაზე "რატომ". სისტემაში მომუშავე ადამიანებს ხშირად ეშინიათ ცვლილებების და ამიტომ, ცდილობენ დაიცვან არსებული ვითარება. ჩვენ არამარტო ლოჯისტიკურად ავაწყეთ ეს ურთულესი პროგრამა, მოვძებნეთ და გავგზავნეთ ასობით ახალგაზრდა ეთნიკური უმცირესობების სკოლებში, არამედ შევქმენით სწავლების სრულად ახალი მეთოდები და ქართული ენის სახელმძღვანელოები, აუდიო მასალები და კომპიუტერული თამაშები, რომლებიც აქამდე არ არსებობდა. ახალგაზრდა მასწავლებლები ცხოვრობენ ჩვეულებრივ ოჯახებში იმ სოფლებში, სადაც ასწავლიდნენ. ისინი გახდნენ არამარტო საყვარელი მასწავლებლები, არამედ ქართული კულტურის ელჩები.
აღმოჩნდა, რომ ქვეყანაში ასობით ახალგაზრდაა, რომლებიც მზად არიან, უარი თქვან ქალაქების კომფორტზე, მოხალისედ წავიდნენ სამუშოდ და საცხოვრებლად ისეთ სოფლებში, სადაც ძალიან მძიმე პირობებია. მაგრამ ეს ახალგაზრდები არიან ჩვენი ქვეყნის უდიდესი პატრიოტები და მჯერა, რომ ისინი არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ დაუფასოს ამ პატარა ბიჭებს და გოგონებს შრომა. ჩემი განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის პირობებში, ყოველთვის ვიდექი მათ გვერდით. მინდოდა, შეგვექმნა ისეთივე მექანიზმი, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც თუ მშვიდობის კორპუსში (Pეაცე ჩორპს) მოხალისედ იმუშავებ, შემდეგ სახელმწიფო ყოველთვის დაგეხმარება სამსახურის პოვნაში და მთავრობა დაგაფასებს. მე ახლაც მაქვს ამ პროგრამის მონაწილეებთან ურთიერთობა და მართლა ძალიან მტკივა გული, როდესაც მესმის, რომ მათი საქმიანობის მიმართ ინტერესი ხელისუფლების მხრიდან ქრება. ამ პროგრამის მიმართ ყურადღების ნაკლებობა არამარტო ხელს შეუშლის ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციას, არამედ ახალგაზრდებს გაუქრობს სურვილს, უანგაროდ ემსახურონ სამშობლოს.
დიმიტრი შაშკინი
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა






