აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე პირველ კომენტარს აკეთბს ევროკომისარი იოჰანეს ჰანი .
როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება, ჰანს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე „მოამბის“ კორესპონდენტმა ჰკითხა, ჰქონდა თუ არა ევროკომისარს კონტაქტი ამ საკითხზე ქართულ მხარესთან.
„რა თქმა უნდა, ვიცი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქართველოდან გაუჩინარების შესახებ. ველოდები და ეს დამიდასტურეს, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალიან ყურადღებით გამოიძიებს ამ საქმეს. ეს არის ის მინიმუმი, რასაც შეიძლება ველოდოთ. დიდი ინტერესით ველოდები შედეგებს. კვირის ბოლოს ვესტუმრები ბაქოს. აზერბაიჯანში ყოფნისას ამ საკითხსაც განვიხილავ“ - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.
ამავდროულად, მუხთარლის საკითხზე რეზოლუციის პროექტის მიღებას გეგმავს ევრპლარლამენტი.
როგორც ევროპარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ დღის წესრიგშია საუბარი, ჟუნრალისტის თემაზე განხილვა 15 ივნისს გაიმართება. აფგან მუხთარლის საქმესთან ერთად ევროპარლამენტში, აზერბაიჯანში არსებულ მედია გარემოზეც იმსჯელებენ.
შეგახსენებთ 29 მაისს საღამოს თბილისში აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გაუჩინარდა, 30 მაისს კი ის ბაქოში აღმოჩნდა. როგორც მისი ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, თბილისში, საკუთარ სახლთან დააკავეს და ძალით ჩასვეს მანქანაში. ადვოკატის ინფორმაციით, დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, თუმცა, მუხთარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ. როგორც აფგან მუხთარლის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ტომარა ჩამოაცვეს თავზე და დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიჰყავდათ მანქანით გაურკვეველი მიმართულებით. მანქანა ორჯერ გამოიცვალეს. მუხთარლის თქმით, მესამე მანქანაში აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის სიტყვებით, როცა მას ტომარა მოხსნეს, იგი აზერბაიჯანის სასაზღსასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა. მუხთარლის თქმით, მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს.
ბაქოს სასამართლომ მუხთარლის ბრალდება სამი მუხლით წაუყენა: საზღვრის უკანონო გადაკვეთა, კონტრაბანდა და ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
აფგან მუხთარლისა და მისი მეუღლის, ჟურნალისტ ლეილა მუსტაფაევას განცხადებით, ჟურნალისტური საქმიანობისა და კრიტიკული პოზიციების გამო, აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან სისტემურ დევნასა და შევიწროებას განიცდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






