ბრეივიკის , ახლა უკვე ჰანსენის ადვოკატის განცხადებით, არ აპირებს მისი კლიენტის მიერ სახელისა და გვარის შეცვლის მიზეზებზე ისაუბროს.
„მან მითხრა მიზეზი, რატომაც სურდა სახელის შეცვლა, თუმცა ამაზე საუბარი არ მსურს“ - განაცხადა სტორვიკმა როიტესთან.
ასევე უცნობია, რატომ აირჩია მან აღნიშნული სახელი და გვარი.
შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ, ბრეივიკმა ნორვეგიის ხელისუფლების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, რომელიც უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
ის ნორვეგიის მთავრობას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ორი მუხლის დარღვევაში ადანაშაულებდა.
ბრეივიკი აცხადებდა, რომ ხელისუფლებამ დაარღვია მისი პირადი და ოჯახური ცხოვრების, ასევე მიმოწერის უფლება. ნორვეგიის ხელისუფლებამ "ექტსრემისტული ქსელის" შექმნის თავიდან ასაცილებლად, მას მიმოწერა აუკრძალა. ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ ის სასჯელს მარტო იხდის და სხვა პატიმრებთან კონტაქტის უფლება არ აქვს. გარდა ამისა ითხოვდა წიგნების პუბლიკაციის უფლებას.
ანდერს ბრეივიკი ამჟამად სასჯელს შიენის ციხეში იხდის, რომელიც ოსლოდან 100 კილომეტრში მდებარეობს. მისი საკანი 3 ოთახისგან შედგება - საძინებელი, სამუშაო ოთახი ( ტელევიზორი, DVD , Playstation, წიგნები) და სავარჯიშო ოთახი.
მანამ ის ილას საპატიმროში იმყოფებოდა, თუმცა საკნიდან ცუდი ხედი და Wi-Fi-ს სისწრაფე არ მოსწონდა. ასევე აპროტესტებდა იმასაც, რომ ყავა არასათანადოდ ცხელი მიჰქონდათ, არ აკმაყოფილებდა კარაქის დოზაც.
გასული წლის ივლისში კი ბრეივიკი ოსლოს უნივერსიტეტში ჩაირიცხა და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა.
შეგახსენებთ ანდერს ბრეივიკმა 2011 წლის 22 ივლისს, ოსლოში აფეთქება მოაწყო რომელსაც 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, იმავე დღეს მან კუნძულ უტოიაზე ახალგაზრდული ბანაკში მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 69 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის იყო ქართველი სტუდენტი თამთა ლიპარტელიანიც. ბრეივიკს ნორვეგიის სასამართლომ 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის ამჟამად 37 წლისაა.
მასალის გამოყენების პირობები






