10 ივნისს, ღამით მოსკოვთან ახლოს, დასახლება კრატოვოში, ადგილობრივმა მცხოვრებმა, 50 წლის იგორ ზენკოვმა, რომელიც საკუთარ სახლში იყო ჩაკეტილი, გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა, ხოლო შემთხვევის ადგილას პოლიციის მისვლის შემდეგ, მან ფანჯრიდან ხელყუმბარები ისროლა. სულ ადგილობრივების ცნობით, 14 აფეთქება დაფიქსირდა. შედეგად დაიღუპა 4 და დაიჭრა 7 ადამიანი, მათ შორის რუსეთის ეროვნული გვარდიის 4 წევრი.
თავდამსხმელმა უარი განაცხადა სამართალდამცავებთან მოლაპარაკებაზე, მან სახლში ხანძარი გააჩინა და მიუხედავად ალყისა, გაქცევა მოახერხა. მისი პოვნა ნხოლოდ რამდენიმე საათის შემდგომ მოხერხდა. საბოლოოდ, ჩატარებული სპეცოპერაციიშ შედეგად, გვიან ღამით, მამაკაცი, რომელიც საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი აღმოჩნდა, სამართალდამცველებმა მოკლეს.
ცნობილია, რომ ზენკოვი ადრე ავღანეთისა და ჩეჩნეთის ომებში იღებდა მონაწილეობას. მოსკოვის პოლიციის ცნობით, თავდასხმისას გამოყენებული იარაღი მან სწორედ ჩეჩნეთიდან ჩამოიტანა.
მეზობლები აცხადებენ, რომ იგი მარტო ცხოვრობდა და ფსიქიურად არასტაბილური იყო. იგი არაერთხელ ბრაზობდა იმის გამო, რომ მის მახლობლად გახსნილ ავტოსერვისში ბევრი უცხო მანქანა იდგა. მანიაკის პირველი მსხვერპლი სწორედ ავტოსერვისის მფლობელი გახდა.



მასალის გამოყენების პირობები






