ანაკლიის ბანაკში აბრა „პატრიოტები“ ჩაანაცვლეს წარწერით: „იმედის ბავშვები“
საზოგადოება - 15:24, 15 Jun, 2013     2318

 


როგორც ადგილობრივი მოსახლეობა იტყობინება, ბანაკის შესასვლელში განთავსებული აბრა წარწერით: "პატრიოტები" უკვე ჩაანაცვლეს აბრით, რომელზეც წარწერილია: "იმედის ბავშვები". ბანაკში ახალი სეზონი, სავარაუდოდ, 1 ივლისს გაიხსნება.


ამასთან, ადგილზე მყოფმა ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ერთად მოუყარეს თავი და დაწვეს მაისურები, კეპები, სუვენირები და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები წარწერით "პატრიოტები". ანაკლიელების თქმით, სამინისტროს წარმომადგენლებმა არ გაიზიარეს მოსახლეობის თხოვნა, რომ მაისურები და კეპები, დაწვის ნაცვლად, ადგილობრივებისთვის დაერიგებინათ.


შეგახსენებთ, რომ პატრიოტთა ბანაკი ანაკლიაში მას შემდეგ გაიხსნა, რაც რუსმა ოკუპანტებმა 2008 წელს ანაკლიის მოსაზღვრე სოფელ განმუხურში ანალოგიური პატრიოტთა ბანაკი გადაწვეს. ინტენსიური მუშაობის შემდეგ ანაკლიაში გახსნილმა ბანაკმა ახალი ნაკადი უკვე 2009 წლის ზაფხულიდან მიიღო. ანაკლიის პატრიოტთა ბანაკი დიდი მოწონებით სარგებლობდა როგორც ქართველ, ასევე პოსტსაბჭოთა ქვეყნებისა და ევროპის რამდენიმე ქვეყნის ახალგაზრდებში, რომლებმაც იქ დასვენება მოასწრეს.


ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" მარიამ საჯაია:


"წარმოუდგენელია ამაზე მეტი მტრული დამოკიდებულება წარსულისადმი, შექმნილისადმი, მხოლოდ იმის გამო, რომ ის შენმა პოლიტიკურმა ოპონენტმა ააშენა! ვინმემ იცის მსგავსი მაგალითი ისტორიიდან, გარდა საბჭოთა პერიოდისა, როცა ქართველები ქართველებისვე გაკეთებულს ანგრევდნენ?! მხოლოდ ამ პერიოდისთვის იყო დამახასიათებელი ეკლესიების, ტაძრების, ყველანაირი წარსულის სიკეთის და რწმენის განადგურება", - უთხრა მარიამ საჯაიამ "ნიუპოსტს".


"რაც ანაკლიის საერთაშორისო პატრიოტულ ბანაკში ეხლა ხდება ეს არის ვანდალიზმი, მსგავს აკეთებდნენ მხოლოდ რუსი ოკუპანტები როდესაც წვავდნენ მას, "იმედის ბავშვები" და "პიონერთა ბავშვები" მათაც კი არ დაურქმევიათ", - უთხრა "ნიუპოსტს" სამეგრელოს ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრმა ანი წითლიძემ.


ამასთან, ირკვევა, რომ ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეუთანხმებლად მოქმედებენ. ანაკლიის რწმუნებულიდავით ცხადაია ადასტურებს, რომ სამინისტროს წარმომადგენლები მართლაც იმყოფებიან ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში, მაგრამ მისთვის უცნობია, რას საქმიანობენ ისინი იქ.


შეგახსენებთ ასევე: დაახლოებით ერთი თვის წინ გაკეთებულ კომენტარებში ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ანაკლიის საერთაშორიოს ბანაკის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა და მისი დაფინანსება "ფუჭი საქმე" იყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42