გაიცანით გაველი, გერმანული ნაგაზი, რომელიც პოლიციიდან გათავისუფლეს იმიტომ რომ ძალიან კეთილი იყო.
გაველს ვსტრალიაში, ქვინსლენდის პოლიციაში წრთვნიდნენ. თუმცა ამ საქმიანობისთვის ზედმეტად კეთილი და მეგობრული აღმოჩნდა. დამნაშავეების დაკავებაში დახმარების ნაცვლად, ის გამუდმებით თამაშობდა და ყველა ადამიანისადმი კეთილგანწყობით გამოირჩეოდა.
ამიტომაც, გაველი პოლიციიდან დაითხოვეს, თუმცა “უმუშევარი“ დიდხანს არ დარჩენილა.
როდესაც ქვინსლენდის გუბერნატორმა გაველის შესახებ შეიტყო, მას შესაბამისი სამსახური მოუძებნა. გაველი გუბერნატორის აპარატმა იშვილა და მეფისნაცვლის ძაღლის ტიტულიც კი მიენიჭა.
ასე რომ, გაველი ოფიციალურ ცერემონიებსაც ესწრება და სტუმრებსაც ხვდება. ხშირად, მისთვის განკუთვნილი კოსტიუმიც აცვია.
გაველმა გუბერნატორის აპარტთან კონტრაქტიც გააფორმა, სადაც მისი მოვალეობებია აღწერილი.

მოვალეობებს პირნათლად ასრულებს და ოფიციალურ მიღებებს ესწრება.

თავისუფალ დროს კი ეზოში ყოფნა უყვარს


მართალია, ზოგჯერ კარგი მანერები ავიწყდება, მაგრამ ამას გარემოს დასუფთავებით ხსნის
მასალის გამოყენების პირობები






