ცნობილი რეჟისორი და გაუპატიურების საქმე - გამოძიების შეწყვეტა მთავარმა მოწმემ მოითხოვა
მსოფლიო - 10:41, 10 Jun, 2017     2398

ჰოლივუდის ცნობილი რეჟისორის, რომან პოლანსკის წინააღმდეგ სამართლებრივის საქმის წარმოების შეწყვეტა მთავარმა მოწმემ მოითხოვა.

პოლანსკის ბრალად ედება, წარსულში 13 წლის გოგონას გაუპატიურება. ქალბატონმა ლოს-ანჯელესისი სასამართლოს საქმის შეწყვეტა თავად სთხოვა.

„მე გთხოვთ ეს ჩემთვის გააკეთოთ, ჩემდამი თანაგრძნობის გამომჟღავნების მიზნით" - განაცხადა სამანტა ჰეიმერმა.

„მე არა რომანის სახელით, არამედ ჩემი სახელით ვსაუბრობ, გთხოვთ ეს საკითხი გადაწყვიტოთ სხვა გზით და არა 83 წლის ადამიანის ციხეში ჩასმით“, - დასძინა მან.

წარსულში ჰეიმერმა არაერთხელ განაცხადა, რომ მან რეჟისორს 40 წლის წინ ჩადენილი დანაშაული აპატია.

თავად პოლანსკიმ 1978 წელს ჩადენილი დანაშაული აღიარა, ციხეში 42 დღე გაატარა და თავდებით გამოშვების შემდეგ, აშშ-დან წავიდა.

რომან პოლანსკის არასრულწლოვან მოდელთან სექსუალური კავშირი ბრალდება, რომელიც მან 1977 წელს ჩაიდინა.

რომან პოლანსკი ერთ-რთი ტიტულოვანი რეჟისორია ჰოლივუდის ისტორიაში. იგი ცნობილია ისეთი ფილმებით, როგორებიცაა „პიანისტი“, „მაკბეტი“, „ჩაინათაუნი“, „როზმარის ჩვილი“, "ტესი".

პოლანსკის ფილმები „ოსკარებზე“ 27-ჯერ იყო ნომინირებული. ფილმმა „როზმარის ჩვილი“ ერთ ნომინაციაში გაიმარჯვა, ეს ფილმი 2 ნომინაციაზე იყო წარდგენილი, ფილმმა „ჩაინათაუნმაც“ აიღო ოსკარი, ეს ფილმი 11 ნომინაციაზე იყო წარდგენილი, პოლანსკი ცნობილია ფილმისთვის „ტესი“, ფილმი 6 ნომინაციაზე იყო წარდგენილი და 3 ოსკარი მოიპოვა.

განსაკუთრებით ცნობილი პოლანსკი დრამისთვის „პიანისტი“ გახდა, რომელიც ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოებაზე 7 ნომინაციაში იყო წარდგენილი და მან 3 ოსკარი მოიპოვა,საუკეთესო რეჟისორის, საუკეთესო სცენარისა და საუკეთესო მამაკაცი მსახიობის კატეგორიებში. ფილმში მთავარ როლს ედრიან ბროუდი ასრულებს.

1969 წლის 8 აგვისტოს, რომან პოლანსკის საცხოვრებელ სახლში ლოს ანჯელესში ცნობილი სერიული მკვლელი ჩარლზ მენსონი შეიჭრა, რომელმაც პოლანსკის 26 წლის ფეხმძიმე მეუღლე, მსახიობი შერონ ტეიტი მოკლა.

ჩარლზ მენსონმა საბოლოო ჯამში შვიდი ადამიანი მოკლა, მენსონს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, რაც 1972 წელს სამუდამო პატიმრობით შეიცვალა. მენსონი დღემდე ციხეშია, სადაც სამი წლის წინ 25 წლის თაყვანისმცემელზე, ეფტონ ბარტონზე იქორწინა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42