,,არასასურველი გზავნილი უცხოელი ინვესტორებისთვის“ - ასე აფასებს ჟურნალ Business Time Georgia-ს მთავარი რედაქტორი ლევან ჭითანავა ,,ნიუპოსტთან“ საუბრისას ხელისუფლების ამ ინიციატივას.
„როდესაც საქართველომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება გააფრომა ევროკავშირთან და ჩინეთის სახალხო რესპულიკასთან, რითაც საქართველო ინვესტორებისთვის კიდევ უფრო შეიძლება საინტერესო გამხდარიყო და არსებობდა იმის მოლოდინი, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ისინი ქარხნებს ააშენებდნენ და აქტიურად დაიწყებდნენ ჩვენს ქვეყანაში კაპიტალის დაბანდებას – ამის ფონზე ჩვენ ვიღებთ ძალიან ცუდ გადაწყვეტილებას და მათ არასასურველ გზავნილს ვუგზავნით. მხედველობაში მაქვს კონსტიტუციაში შესაძლო ჩანაწერი უცხოელებზე მიწის გასხვისების აკრძალვაზე“, – აცხადებს ჭითანავა.
მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან არ არსებობს არგუმენტი იმისა, თუ რატომ შეიძლება სახელმწიფომ გადადგას ქვეყნის ეკონომიკისთვის დამაზიანებელი ნაბიჯი.
„მსოფლიოში ძალიან დიდი კონკურენციაა უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში. ჩვენ არა თუ დამატებით ბარიერები, არამედ უფრო მიმზიდველი უნდა გავხადოს საქართველო. მთელი ამ ხნის განმავლობაში ვერ მოვისიმნე სერიოზული არგუმენტი, თუ რა საფრთხის მომტანია უცხოელის მიერ მიწის საკუთრებაში გადაცემა, რატომ ჰგონია საზოგადოების ნაწილს, რომ ამით ვინმე მართლაც წაგვართმევს ჩვენს მიწას? სამწუხაროა, რომ ამ ადამიანების ნაწილი, რომელნიც ამბობენ, რომ უცხოელმა ინვესტორმა შეიძლება მიწა წაგვართვას და ამას ხმამაღლა აპროტესებენ, რუსეთის მიერ მართლაც წართმეულ მიწაზე შეიძლება ასეთი მკაფიო და ხმამაღალი პროტესტი არც გამოხატოს. ვფიქრობ, რომ დრო აუცილებლად გვიჩვენებს ამ გადაწყვეტილების უარყოფითობას. ჩვენ გვახსოვს, დაახლოებით ამ მოტივით (უცხოელი ტურისტი რატომ უნდა ჩამოდიოდეს საქართველოში და ქართველი რატომ უნდა ემსახურებოდეს) ლოგიკით მივიღეთ სავიზო რეგულაციები. ოფიციალურად ამ რეგულაციების მიღება ევროკავშის წინაშე აღებული ვალდებულებებით იყო გაცხადებული, თუმცა მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ მსგავსი ვალდებულება არ იყო ევროკავშირის მხრიდან დაკისრებული. ხოლო შემდეგ ეს რეგულაცია მოიხსნა, რის შედეგად საქართველოს ეკონომიკამ დაახლოებით 100 მილიონი დოლარი დაკარგა. ჩვენ ასევე გვახსოვს 2013 წლის ივლისში საქართველოში უცხოელებისა და უცხოური ფირმების მიერ მიწის საკუთრების უფლების მოპოვებაზე დროებითი მორატორიუმის ამოქმედება, რამაც ამ სექტორში ინვესტიციების შემოსვლაზე უარყოფიდად აისახა, შემდგომში კი, საკონსტიტუციო სასამართლომ ეს ცვლილება გააუქმა. მაგალითისთვის, 2007 წელს იტალიური ბრედნი „ფერერო“ შემოვიდა საქართველოში, რომელმაც სამეგრელოში შეიძინა მიწა, გააშენა თხილის პლანტაციები, ჩამოიტანა ტექნოლოგიები, დაასაქმა ძალიან ბევრი ადგილობრივები. გარდა ამისა, ამ კომპანიის შემოსვლამ კონკურენცია გაამძაფრა, რამაც თხილის ხარისხი გააუმჯობესა და 2007 წლიდან სტატისტიკას თუ გადავხედავთ თხილის ექსპორტი მზარდი იყო (2007 წელს თხილის ექსპორტი 65, 122 მლნ ლარი), „ფერეროს“ შემოსვლის შემდეგ თხილის ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა და 2016 წელს 178. 904 მლნ ლარი შეადგენს“, – აღნიშნავს ლევან ჭითანავა.
რაც შეეხება მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეების საკუთრებაში გადაცემის წინააღმდეგ გამოთქმულ ერთ-ერთ ვერსიას, რომ შეიძლება მოხდეს უცხოელების მასობრივი ჩასახლება სხვადასხვა რეგიონებში, ჭითანავა ამბობს, რომ სახელმწიფოს ძალიან ბევრი ბერკეტები აქვს იმისა, რომ თუკი ინვესტორი ქვეყნის სტრატეგიას და უსაფრთხოებას ეწინააღმდეგება, გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები.
,,მაგალითისთვის გეტყვით - თუ ჩემი მეზობელი, რომლის საკუთრებაშია მისი ბინა, სადაც ცხოვრობს, თუ ის ძალიან ხმაურობს და მაწუხებს, მიუხედავად იმისა, რომ ის საკუთარ სახლში ხმაურობს, მე შემიძლია კანონის თანახმად ის „შევზღუდო“. შესაბამისად, სახელმწიფოსაც ხომ შეეძლო კანონის თანახმად ინვესტორი თუ რაიმე ჩვენთვის არასახელმწიფოებრივ ქმედებას ჩაიდენდა, აქ შეძენილ მიწის ტეროტორიაზე, მოეხიდნა რეაგირება?!“, – აცხადებს ლევან ჭითანავა და იმედოვნებს, რომ ასეთი პოპულისტური გადაწყვეტილება გადაიხედება.
„მე ვფიქრობ, რომ მთავრობის წევრთა დიდი ნაწილი ამას მხარს არ უჭერს, რადგან მათგან არაერთხელ გვსმენია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები. დარწმუნებული ვარ, ეს გადაწყვეტილება გადაიხედება, მაგრამ სამწუხაროდ ამ დროში ჩვენ მიმზიდველობას, ფინანსებს და რაც მთავარია დროს დავკარგავთ. ჩვენ ხომ ისედაც ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ და დასანანია, რომ მსგავსი პოპულისტური გადაწყვეტილებებით ვკარგავთ ინვესტიციების მოზიდვის კარგ პერსპექტივას“, – აღნიშნა ლევან ჭითანავამ.
მასალის გამოყენების პირობები






