ბათუმში "ომეგა მოტორსის" BMW-სა და MINI-ს სადილერო ცენტრი გაიხსნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 23:54, 09 Jun, 2017     2059
უპრეცედენტო პროექტის ცერემონიაზე ორი ავტომობილის - BMW 5 სერიისა და MINI COUNTRYMAN-ის პრეზენტაცია მოეწყო. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის საქართველოში BMW-ს ტოპმენეჯმენტის წარმომადგენლები - აფრიკის, კარიბიის და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ოფისის მმართველი დირექტორი დოქტორი თომას რინი, აფრიკის, კარიბიისა და აღმოსავლეთ ევროპის იმპორტიორთა რეგიონის გაყიდვების დირექტორი კონრად ბაუმგარტნერი, MINI-ს დირექტორი ფრედერიკ დორაისი და რეგიონის მენეჯერი ვიქტორ აიზენბრაუნი ჩამოვიდნენ.

ამასთან, პრეზენტაციას, რომელიც შოუს ელემენტებით იყო გაფორმებული, არაერთი მაღალი რანგის სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის, დიპლომატოური კორპუსის წარმოამდგენლები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები. მათი შეფასებით, „ომეგა მოტორსის“ ახალი ფილიალი წარმატებული იქნება, მომხმარებელი კმაყოფილი დარჩება და ბათუმსაც დამატებით სტატუსს შესძენს.

„ომეგა მოტორსის“ აჭარის ფილიალში პირველი ავტომობილი - BMW X 1 აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა შეიძინა და 11-12 მარტის არეულობის დროს მიყენებული ზარალის კომპენსაციისთვის, რა დროსაც სახელმწიფოს კუთვნილი მანქანები დაიწვა, საჩუქრად აჭარის უმაღლეს საბჭოს გადასცა.

ამასთან, „ომეგა ჯგუფმა“, საქველმოქმოქმედო აქციის ფარგლებში, one cabrio აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს აჩუქა.

აღსანშნავია, რომ „ომეგა მოტორსის“ აჭარის ფილიალში გაყიდული თითოეული ავტომანქანიდან გარკვეული თანხა ბათუმის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლს გადაეცემა.

„გერმანული და ინგლისური უდიდესი წარმატებული ბრენდები - - BMW და MINI აჭარაში შემოვიყვანეთ... „ომეგამ“ გრძელი გზა გამოიარა: - BMW-სა და MINI-სთან ხელშეკრულება 1998 წელს დავდეთ, 2000 წელს კი თბილისში ცენტრი გავხსენით. მაშინ „ომეგა“, შეიძლება ითქვას, ერთადერთი იყო. დღეს თბილისში თითქმის ყველა მულტინაციონალური ბრენდი არსებობს. ვიმედოვნებ, რომ ამ ჯანმრთელ შეჯიბრში სხვა მეწარმეებიც მოგყვებიან და ამით ქვეყანა მოიგებს“, - განაცხადა პრეზენტაციაზე ზაზა ოქუაშვილმა.

„ეს ძალიან სამაგალითო და სახელმწიფოებრივი ნაბიჯია,“ - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ცოტნე ანანიძემ და „ომეგა ჯგუფს“ საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ ვამაყობთ ბატონი ზაზა ოქუაშვილით და იმით, რისი შექმნაც უმოკლეს დროში შეძლო. მან BMW-ს ყველა გეგმა შეასრულა. თქვენ ინვესტიციას დებთ და ავითარებთ დილერების ქსელს. თქვენი დამსახურებით, BMW და MINI მხოლოდ თბილისში კი არა, ბათუმშიც იქნება. ეს ცენტრი BMW-ს ყველა სტანდარტს შეესაბამება“, - განაცხადა პრეზენტაციაზე სიტყვისთ გამოსვლისას MINI-ს რეგიონის მენეჯერმა ვიქტორ აიზენბრაუნმა.

საქართველოში ბრიტანეთის ყოფილმა ელჩმა, დონალდ მაკლარენმა ბათუმში „ომეგა მოტორსის“ ფილიალის გახსნას მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა.

„ძალიან საინტერესოა, რომ ორი ბრენდი გვაქვს: ერთი ბრიტანული და მეორე- გერმანული, თუმცა საბოლოოდ, ერთად შევკრიბეთ სამი ევროპული ქვეყანა - გერმანია, ბრიტანეთ და საქართველო,“ - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას დონალდ მაკლარენმა და „ომეგა მოტორსს“ წარმატება უსურვა.

„ეს არის საერთაშორისო სტანდარტებით მოწყობილი ძალიან კარგი შოურუმი, რომელიც დამერწმუნეთ, ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონის განვითარებას,“ - განაცხადა პრეზენტაციაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ.

ბათუმის მერის გიორგი ერმაკოვის თქმით კი, „ომეგა მოტორსის“ პირველი რეგიონული ცენტრისა და შოურუმის გახსნით, ქალაქს კიდევ ერთი კარგი ობიექტი შეემატა, სადაც დასაქმების საშუალება ბევრს მიეცემა.

ცნობისთვის: BMW-ს ახალი მე-5 სერია G30, ცნობილია, როგორც „ბიზნეს-ათლეტი“, კონკურეტებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე ეკონომიური და ეკოლოგიური ავტომობილია. BMW 5 სერიაში გამოყენებულია ყველა ის ინოვაცია, რომელიც უკვე აქვს ლუქსკლასის სედან 7 სერიას.

რაც შეეხება ახალი MINI COUNTRYMAN-ს, ბრენდის 57-წლიან ისტორიაში ყველაზე დიდი მოცულობის გამორჩეული მოდელია, რომელიც ახლა უკვე ჰიბრიდული ამძრაობითაცაა ხელმისაწვდომი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42