საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე გაეროს ტრიბუნაზე სიტყვით გამოვიდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:07, 09 Jun, 2017     1131

5-9 ივნისს, ნიუ-იორკში, მდგრადი განვითარების მე-14 მიზნის (ოკეანეების, ზღვებისა და ზღვის რესურსების კონსერვაციისა და მდგრადი გამოყენების შესახებ) განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, გაეროს კონფერენცია მიმდინარეობს.

7 ივნისს, კონფერენციის პლენარულ სხდომაზე სიტყვით საქართველოს დელეგაციის ხელძღვანელი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საზღვაო ტრანსორტის სააგენტოს“ დირექტორის მოადგილე თამარ იოსელიანი გამოვიდა.

თამარ იოსელიანმა გაეროს ტრიბუნიდან ოკეანეების კრიტიკული მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და ხაზი გაუსვა ოკეანეების, ზღვების და ზღვის რესურსებისადმი ადამიანის ქმედებით გამოწვეული სავალალო ზეგავლენის შეჩერებისა და აღმოფხვრისათვის მდგრადი განვითარების მე-14 მიზნის გადაუდებელი განხორციელების საჭიროებას. ამ კუთხით, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საქართველომ უკვე მოახდინა შეთანხმებაზე მიერთების ინსტრუმენტის დეპონირება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საზღვაო ტრანსორტის სააგენტოს“ დირექტორის მოადგილემ უკანონო, დაურეგულირებელი და აღურიცხავი თევზჭერის აღმოფხვრის მიმართულებით ქვეყანაში მიმდინარე სამუშაოების, ასევე, არსებული პოტენციალის გათვალისწინებით აკვაკულტურის განვითარების გეგმების შესახებ ისაუბრა.

თამარ იოსელიანმა ხაზი გაუსვა ჯანმრთელი ოკეანეებისათვის მდგრადი და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტირების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ამ საკვანძო საკითხზე ცნობადობის გაზრდის მიზნით, საქართველომ 2016 წლის სექტემბერში პირველი საერთაშორისო საზღვაო ფორუმს - Georgia International Maritime Forum (GIMF) - უმასპინძლა. ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ფორუმზე მიღებული დეკლარაციის თანახმად, 2018 წელს საქართველოში დაგეგმილი ღონისძიება უსაფრთხო, ეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა საზღვაო ტრანსპორტსა და მდგრადი განვითარების დღის წესრიგს - „2030 Agenda for Sustainable Development“ - განხორციელებას შორის არსებულ ურთიერთკავშირზე გაამახვილებს ყურადღებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42