"რუსეთში არასდროს დავბრუნდები" - უკრაინელთა მხარეს მებრძოლ რუსეთის მოქალაქეს 5 წელი მიუსაჯეს
მსოფლიო - 21:10, 08 Jun, 2017     3579
რუსეთის სასამართლომ სამარის მცხვრებ არტიომ შირობოკოვს დაუსწრებლად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რუსეთის პროკურატურა მას რუსეთის კანონმდებლობით, სხვა ქვეყანაში დაქირავებულ მებროლად ყოფნაში სდებდა ბრალს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთში საკუთარი მოქალაქე უცხო ქვეყნის ჯარში სამსახურისთვის გაასამართლეს.

არტიომ შირობოკოვი უკრაინასა და რუსეთს შორის აღმოსავლეთ უკრაინაში დაწყებული სამხედრო კონფლიქტის დროს უკრაინულ ბატალიონ "აზოვში" გაწევრიანდა და დღესაც იქ იმყოფება. მას თანამებრძოლებმა მეტსახელი "ესენინი" შეარქვეს.

არტიომი უკრაინაში მაიდანის პროცესების დროს "უკრაინის პატრიოტთა" ორგანიზაციაში გაწევრიანდა.

შირობოკოვის განცხადებით, მას პროკურატურიდან და სასამართლოდან არავინ დაკავშირებია, საქმის აღძვრის შესახებ მან ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტოებისაგან შეიტყო.

"მე ეს საქმე არ მაინტერესებს, რადგან თავიდანვე ვიცოდი მისი ფინალი. შემდეგ, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის საიტზე გაჩნდა ინფორმაცია, რომ მე დაუსწრებლად გამასამართლებენ, მომდიოდა წერილები მეგობრებისა და ყოფილი შეყვარებულისაგან, რომ ისინი დაკითხეს. ვიღაცეებმა დაადასტურეს, რომ მე დაქირავებული ვარ. მე არ ვაპირებ რუსეთში დაბრუნებას," - აცხადებს მებრძოლი.

მისი თქმით, ბრალდებაში ნათქვამი იყო, რომ შირობოკოვი მარიუპოლში ყოფნისას მიზანმიმართულად ესროდა ე.წ. "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" მებრძოლებს და მოსახლეობას. ეს ფაქტი მისთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რადგან თუ მას მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა უმტკიცდება, 5 წელი საერთო რეჟიმის კოლონიაში მოხდით ძალიან მსუბუქი სასჯელია.

"ვაღიარებ, რომ დაქირავებული სამხედრო სამსახურის შესახებ რუსეთის კანონი დავარღვიე, მაგრამ კითხვა მაქვს, რატომ მოქმედებს ეს კანონი არჩევითად რუსეთში? დაისაჯნენ თუ არა მსგავსი ქმედებისათვის ის რუსი მოქალაქეები, რომლებიც პრორუსი სეპარატისტების მხარეზე იბრძვიან დონბასში? მე ისიც ვიცი, რომ სხვა საქმეებისათვის ბრალდებულებს, რომლებიც წარადგენენ ცნობას, რომ დონბასის სეპატარისტების რიგებში მოხალისედ იბრძოდნენ, ეს ფაქტი შემამსუბუქებელ გარემოებად ეთვლებათ." - აცხადებს შირობოკოვი.

არტიომის თქმით მას უკრაინის მოქალაქეობაზე აქვს განაცხადი შეტანილი, რომელიც პრეზიდენტ პოროშენკოს განკარგულებას ეყრდნობოდა, თუმცა, მისთვის გაუგებარი მიზეზებით ეს პროცესი ფერხდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42