ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა და შენიშვნები ხელისუფლებას - რა წერია დოკუმენტში
პოზიცია - 17:42, 08 Jun, 2017     2221
საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა ცნობილია. დოკუმენტში საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის როლის გაძლიერებაზე საუბარი. კომისიის წევრები ასევე ხაზს უსვამენ მაჟორიტარულიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მნიშვნელობას, თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ 5%-იანი ბარიერის შენარჩუნება,გადაუნაწილებელი მანდატების გამარჯვებული პარტიისთვის მიწერა და საარჩევნო კოალიციების გაუქმება, უკან გადადგმული ნაბიჯია.

"89. საქართველო რჩება საკმარისად ცენტრალიზებულ სახელმწიფოდ ისეთ პარლამენტთან ერთად, რომელიც დარჩება ერთპალატიანი პროგნოზირებადი მომავლისთვის. მას არ აქვს სასამართლო დამოუკიდებლობის დიდი ხნის ტრადიცია. ასეთ გარემოებაში არსებობს პარლამენტში უმრავლესობის დომინირების რისკი და მომავალში ყურადღება უნდა მიექცეს ძალაუფლების გადანაწილების გაძლიერების შესაძლებლობას, მაგალითად მეორე პალატის შემოღებით და პარლამენტში ოპოზიციის როლის გაძლიერებით.

90. ახლანდელი პროპორციულ/მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შეცვლა პროპორციული საარჩევნო სისტემით ეჭვს გარეშე არის წინ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავს პარლამენტში პლურალიზმის გაზრდას, თუმცა ეს პოზიტიური ნაბიჯი სამი მექანიზმით არის შეზღუდული: საკანონმდებლო არჩევნებში 5-პროცენტიანი ბარიერი შენარჩუნებულია; 5 პროცენტს ქვემოთ გადაუნაწილებელი მანდატები გამარჯვებულ პარტიას მიეწერება და საარჩევნო კოალიციები (პარტიული ბლოკები) უქმდება.

91. რადგან 5-პროცენტიანი ბარიერი სრულიად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და არ ექვემდებარება კრიტიკას, ეს სამი მექანიზმი ამცირებს პროპორციული სისტემის ეფექტს, უფრო პატარა პარტიებისა და პლურალიზმის საზიანოდ და დიდწილად იხრება საარჩევნო თანასწორობისა და წარმომადგენლობითობისპრინციპებიდან, ვიდრე ამართლებს სტაბილურობის უზრუნველყოფის საჭიროებას.

92. ამ ფონზე, ვენეციის კომისია რეკომენდაციას გასცემს, რომ გადაუნაწილებელიმანდატების მიკუთვნების წარმოდგენილისგან განსხვავებული ვარიანტები იყოს გათვალისწინებული. როგორიცაა:

- პროპორციული გადანაწილება ყველა პოლიტიკურ პარტიაზე, რომელიც 5-პროცენტიან ბარიერს გადალახავს;

-ან გადაუნაწილებელი მანდატების რაოდენობის უმაღლესი ზღვარის დაწესება, რაც გამარჯვებულ პარტიას უნდა მიეკუთვნოს;


- და/ან ბარიერის 2 ან 3 პროცენტამდე დაწევა და ამგვარად პროპორციული სისტემის დაწესება დარჩენილი მანდატების გადასანაწილებლადაც"-წერია დასკვნაში.

ვენეციის კომისია პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამს, კომისიის შეფასებით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს კონსტიტუციური მოწყობის მიხედვით პრეზიდენტი აბალანსებს ძლიერ მთავრობას დიდი საპარლამენტო უმრავლესობით. ამდენად, არაპირდაპირი წესით არჩევაზე გადასვლამ არ უნდა გამოიწვიოს ის, რომ პრეზიდენტად მუდმივად არჩეული იყო საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილი კანიდადატი.

ვენეციის კომისიის შეფასებით, პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევაზე გადასვლამ არ უნდა გამოიწვიოს ის, რომ პრეზიდენტად მუდმივად და ექსკლუზიურად ირჩევდნენ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანდიდატს. კომისიის წინასწარი დასკვნით, საჭიროა პარლამენტში პლურალიზმის მეტად გარანტირება და შეკავებისა და წონასწორობის პრინციპები.

"პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესის შემოღება, როგორც ასეთი, თანხვედრაშია ევროპულ სტანდარტებთან. მისასალმებელია, რომ ახალი სისტემა ამოქმედდება არა მომავალი წლის არჩევნებზე, არამედ 2023 წლიდან.

თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს კონსტიტუციური მოწყობის მიხედვით პრეზიდენტი აბალანსებს ძლიერ მთავრობას დიდი საპარლამენტო უმრავლესობით. ამის შედეგად, არაპირდაპირი წესით არჩევაზე გადასვლამ არ უნდა გამოიწვიოს ის, რომ პრეზიდენტად მუდმივად და ექსკლუზიურად ირჩევდნენ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანდიდატს.

ამდენად, საჭიროა პარლამენტში პლურალიზმის მეტად გარანტირება და შეკავებისა და წონასწორობის პრინციპები. ვენეციის კომისია იმეორებს რეკომენდაციას გაუნაწილებელი მანდატების პროპორციულად განაწილების და/ან ბარიერის დაწევის შესახებ. ამასთან, რეკომენდაციაა, რომ პრეზიდენტის პირველ რაუნდში ასარჩევად საჭირო იყოს კვალიფიციური უმრავლესობა" - ნათქვამია ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნაში.

ქორწინებაზე საკონსტიტუციო ჩანაწერთან დაკავშირებით ვენეციის კომისია წინასწარ დასკვნაში წერს, რომ ის არანაირ შემთხვევაში არ უნდა იძლეოდეს ერთნაირქესიანი პარტნიორობის აკრძალვის ინტერპრეტირებას.

"საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით (ან მისი ინტერპრეტაციით), ერთნაირსქესიანი ქორწინების შემოღება შეესაბამება კონსტიტუციას. თუ შემოთავაზებული ჩანაწერი პირდაპირ გამორიცხავს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, უნდა განიმარტოს, რომ ეს არ ეხება ერთნაირსქესიანთა ურთიერთობებს.

საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს სხვა ქვეყნები, ვალდებულია შესაბამისობაში მოდიოდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებთან და მაშასადამე, უნდა უზრუნველყოს ერთი და იმავე სქესის წყვილების ურთიერთობების სამართლებრივი აღიარება. (მაგალითად, როგორც, სამოქალაქო კავშირები ან ერთნაირსქესიანი ადამიანების რეგისტრირებული ურთიერთობები)

ფუნდამენტური უფლებების თავში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის 30-ე მუხლი არანაირ შემთხვევაში არ უნდა იძლეოდეს ერთსქესიანი პარტნიორობის აკრძალვის ინტერპრეტირებას.", - წერია დასკვნაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42