ოფიციალური თეირანი ტრამპის განცხადებას ამაზრზენს უწოდებს, ირანის ტერაქტს კი ,,ამერიკის კლიენტების მიერ მხარდაჭერილს“
მსოფლიო - 15:49, 08 Jun, 2017     2287
თეირანის ტერაქტთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის რეაქციას¸ რომელმც განაცხადა რომ მსხვერპლზე პასუხისმგებლობა ტერორიზმის მხარდამჭერებს ეკისრებათ, ირანში მძაფრი გამოხმაურება მოჰყვა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა აშშ-ის ლიდერის განცხადებას ამაზრზენი უწოდა.

„თეთრი სახლის განცხადება და სენატის სანქციები ამაზრზენია, იმ დროს როდესაც ირანელები ამერიკის კლიენტების მიერ მხარდაჭერილი ტერორიზმის წინაშე აღმოჩნდნენ“- დაწერა ტვიტერზე ირანის მთავარმა დიპლომატმა, ამ განცხადებით მან 7 ივნისს განხორციელებულ ტერაქტებში ირიბად საუდის არაბეთი დაადანაშაულა, რომელიც რეგიონში ირანის მთავარ მტრად ითვლება.

თეირანის ტერაქტებში საუდის არაბეთი დაადანაშაულეს „რევოლუციის დამცველებმა“ და რეჟიმის ელიტურმა არმიამაც, ამასთანავე ხაზი გაუსვეს ელ რიადსა და ვაშინგტონს შორის არსებულ ურთიერთობასაც.

შეგახსენებთ 7 ივნისს ირანის პარლამენტში და ჰომეინის მაუზოლეუმში მომხდარ ტერაქტებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა და ირანი ტერორიზმის მხარდაჭერაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა:

„სახელმწიფო, რომელიც მხარს უჭერს ტერორიზმს, შესაძლოა თავად გახდეს იმ ბოროტების მსხვერპლი, რომელსაც ის მხარს უჭერს“- დაწერა ტრამპმა. ოთხშაბათს კი 92 ხმით 7 ის წინააღმდეგ ამერიკის სენატმა მხარი დაუჭირა ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს. სანქციების მიზეზად „საერთაშორისო ტერორიზმის მხარდაჭერა“ დასახელდა.

7 ივნისს , თეირანში მომხდარმა ტერაქებმა 13 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და 40 მდე დაშავდა. პასუხისმგებლობა ტერაქტებზე ISIS-მა აიღო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42