"ამ სიტუაციას რაც შეეხება, ჩემთვის ეს იყო ძალიან მარტივი გადაწყვეტილება, მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ უნივერსიტეტში ყოფნა ეს არის ჩემი კარიერის მწვერვალი, მაგრამ ჩემი გადადგომა იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, მოვლენების განვითარების ფონზე ჩემი გადაწყვეტილება იყო ძალიან სწორი, როცა ჩვენ ვნახეთ, რომ დაიწყო ამ კანონპროექტის მიღება, ამას დიდი პრეისტრორია აქვს, მე ჩავთვალე რომ ამ უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ მისმა საბჭომ მიიღოს გადაწყვეტილება თუ ვინ უნდა იყოს რექტორი, მე ჩავთვალე, რომ აუცილებელი იყო ჩემი გადადგომა, ეს გამოიწვევდა ახალ არჩევნებს და რექტორს აირჩევდა უნივერსიტეტის საბჭო. ამ კანონპროექტის განხილვა არ ყოფილა არავისთან, არც უნივერსიტეტში. ბატონ გიორგის დიდ პატივს ვცემ, სხვათაშორის მინდა ვთხოვო, რომ ნუ მეძახის ბატონ კვიტაშვილს, ბატონი სანდრო უფრო კარგი მისაღებია. ადმიანი, რომელსაც მე ვიცნობ, მას აბსოლუტურად სწორი მსოფლმხედველობა აქვს, მე მისი სახელი და გვარი არანაირ ფორმაში არ მიხსენებია, მე კი მისი ყურადღების ქვეშ რამდენიმეჯერ მოვექეცი. მე და ჩემი განათლება თუ დისერტაცია", - განაცხადა კვიტაშვილმა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი მარგველაშვილის განცხადებებზეც ისაუბრა, რომელიც განათლების მინისტრმა მასთან მიმართებაში გააკეთა:
"მე ვთვლი, რომ თუკი სახელმწიფო პოლიტიკა არის დღეს ქვეყანაში, რომ რექტორს უნდა ჰქონდეს ხარისხი, ეს ასეც უნდა იყოს. მე ვერ ვხვდები რატომ ატყდა ასეთი ამბავი. მე არანაირი ისტერიკა არ ამიტეხია.
ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება, მე არ გამიპროტესტებია ხარისხის ქონა-არქონა რექტორისთვის,მე გადავდექი იმიტომ რომ ორ თვეში უნივერსიტეტს ეყოლება "ხარისხიანი" რექტორი. მე მაინტერესებს რატომ გახდა ჩემი გადადგომა ასეთი პრობლემა? მე ძალიან გამიკვირდა აგრესია ჩემს მიმართ. მე არ ვიცი რატომ იყო იმის თქმა ჩემს მიმართ აუცილებელი, რომ არ შეიძლება უნივერსიტეტი მართოს ადამიანმა, რომელიც არის გაუნათლებელი, მე არ ვთვლი რომ ვარ გაუნათლებელი და უწიგნური", - აღნიშნა კვიტაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






