რატომ უნდა ავირჩიოთ Samsung-ის მაცივარი ორმაგი გაგრილების (Twin-Cooling) სისტემით
ბიზნესი & ეკონომიკა - 10:25, 08 Jun, 2017     2144

როცა მაცივრის შეძენას აპირებ და ვარიანტებს არჩევ, რა თქმა უნდა, შენთვის სასურველ ფერს, ფორმასა და ზომას დაეძებ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოჯახის ამ შეუცვლელი წევრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი გაგრილების სისტემაა.

არჩევანი სტანდარტულ და ორმაგი გაგრილების სისტემის მაცივრებს შორის შეგვიძლია გავაკეთოთ. რით განსხვავდება ეს ორი სახეობა და რატომ უნდა ავირჩიოთ მოდელი ორმაგი გაგრილების (Twin-Cooling) სისტემით.

სტანდარტული გაგრილების სისტემის მაცივრების ორივე კამერაში (მაცივარი და საყინულე) ჰაერის ცირკულაციის ერთიანი სისტემა მოქმედებს. ორმაგი გაგრილების (Twin-Cooling) სისტემა კი ორივე კამერაში ჰაერს ცალ-ცალკე ატრიალებს, რაც ტემპერატურის და ტენიანობის უფრო ზუსტი კონტროლის საშუალებას გვაძლევს.

მაგალითად, ორმაგი გაგრილების (Twin-Cooling) სისტემის მაცივრის გამაგრილებელ კამერაში ხილი თუ ბოსტნეული გაცილებით დიდ ხანს ინარჩუნებს პირვანდელ სახეს და არც გამოშრება, რასაც კონკრეტულად ამ განყოფილებაში არსებული 70%-მდე ტენიანობა უზრუნველყოფს; საყინულეში ჩადებულ ნაყინში ყინული არ ჩნდება და გამორიცხულია, რომ ყინულის კუბიკები გამაგრილებელ კამერაში მოთავსებული თევზის არომატით გაჟღენთილი დაგვხვდეს. ანუ ორმაგი გაგრილების (Twin-Cooling) სისტემის მაცივრების ორივე კამერა დამოუკიდებლად ფუნქციონირებს და არც სუნებითა და არომატებით აწუხებს ერთმანეთს.


Samsung-ის ორმაგი გაგრილების (Twin-Cooling) სისტემის მაცივრებს ხუთნაირი რეჟიმი აქვთ: სტანდარტული, ენერგო ეფექტური, შვებულების, მთლიანად მაცივრის და მინი მაცივრის. ეს რეჟიმები საშუალებას გვაძლევს, საყინულე ნებისმიერ დროს გადავაქციოთ გამაგრილებელ კამერად, ან არდადეგებზე წასვლის წინ სულაც გავთიშოთ, მაშინ როცა გაგრილების კამერა ისევ ჩართული იქნება, ან პირიქით, მხოლოდ საყინულე დატოვოთ, მაცივრის კამერა კი დავასვენოთ.

ამ სისტემის მაცივრები გაცილებით დიდ ხანს და უხმაუროდ მუშაობენ, თანაც ნაკლებ ენერგიას მოიხმარენ.

ორმაგი გაგრილების (Twin Cooling) სისტემის მაცივრების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პლუსი ანტიბაქტერიული დაცვის რგოლია, რაც მაცივრის სისუფთავეს უზრუნველყოფს. ცირკულაციისას ჰაერი აქტივირებული ნახშირის ფილტრს გაივლის და შესაბამისად, მუდმივად სტერილიზდება, ამის პარალელურად ანტიბაქტერიული ბადე ბაქტერიებს აქრობს.

თუ დიდი ოჯახი გყავთ და ჯანსაღი საკვები თქვენთვის პრიორიტეტულია, მაშინ Samsung-ს მაცივარი Twin Cooling სისტემით თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრია. :)

Twin Cooling მაცივრების შეძენა საქართველოში სამსუნგის ოფიციალურ პარტნიორ მაღაზიებშია შესაძლებელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42