„მონტენეგრო ნატოს 29-ე წევრი ოფიციალურად გახდა. დღეს ჩვენ აღვმართავთ მონტენეგროს დროშას ნატოს შტაბბინაში. მივესალმები მონტენეგროს ნატოს ოჯახის წევრად გახდომას. ნატო დემოკრატიული ქვეყნების კავშირია, რომლებსაც ერთი მიზანი აერთიანებთ, დაეხმარონ და დაიცვან ერთმანეთი. აქ ყველა თანასწორია და თანასწორი ხმის უფლება აქვს. ჩვენ კარს ღიას ვტოვებთ მათთვის ვინც ჩვენ ღირებულებებს იზიარებს. მონტენეგროს ალიანსში მიღება სიგნალია ყველა იმ სახელმწიფოსთვის, რომელიც ნატოს წევრობისკენ ისწრაფვის. ეს არის სიგნალი იმისა, რომ თუ ქვეყანა რეფორმების, დემოკრატიის გზით მიდის და აჩვენებს რომ კოლექტიურ თავდაცვაში თავისი წვლილის შეტანა შეუძლია, შეუძლია ერთობლივად შეასრულოს ვალდებულებები და თავადაც მიიღოს სარგებელი, მასაც შეუძლია ნატოს წევრი გახდეს. დღეს ისტორიული დღეა, მოგესალმებით ნატოში“- განაცხადა სტოლტენბერგმა.
მონტენეგრომ NATO-ს წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) 2009 წელს მიიღო, ალიანსის სრულფასოვანი წევრი კი 2017 წლის 5 ივნისს გახდა









მასალის გამოყენების პირობები






