სეს-მა 127 ბიზნესოპერატორს საქმიანობა შეუჩერა
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:08, 07 Jun, 2017     1096
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის მაისში სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორის სახელმწიფო კონტროლი განახორციელა. მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 907 ინსპექტირება, მათ შორის, თბილისში ინსპექტირებულია 397 ბიზნესოპერატორი (ინსპექტირების დროს მოწმდება ბიზნესოპერატორის საქმიანობა სურსათის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე); ზედამხედველობა განხორციელდა 39 ბიზნესოპერატორთან. ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სურსათის/სასმელი წყლის 244 ნიმუში/სინჯი.

დოკუმენტურად შემოწმდა 1039 ობიექტი (300 ბიზნესოპერატორი თბილისში), მათ შორისაა აგრარული ბაზრები, მარკეტები, საზოგადოებრივი კვების ობიექტები, ხორცის, ხორცპროდუქტების, რძის, რძის პროდუქტების, თევზის, პურფუნთუშეულისა და სხვ. სურსათის მწარმოებლები და სარეალიზაციო ობიექტები; საბავშვო ბაღებისა და სკოლების სასადილოების სამზარეულოები (დოკუმენტური შემოწმება ითვალისწინებს ბიზნესოპერატორის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების შემოწმებას).

შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების (სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, მიკვლევადობის ეტიკეტირების წესის დარღვევები და სხვ.) გამო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დააჯარიმა 304 ბიზნესოპერატორი, საწარმოო პროცესი ან საქმიანობა შეუჩერდა 61 ბიზნესოპერატორს.

მიმდინარე წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა 3687 ინსპექტირება განახორციელეს. სახელმწიფო კონტროლის შედეგად დაჯარიმდა 781 ბიზნესოპერატორი, საწარმოო პროცესი ან საქმიანობა შეუჩერდა 127 ბიზნესოპერატორს.

სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და მიზნად ისახავს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, მომხმარებელთა ინტერესების დაცვას. სახელმწიფო კონტროლის მექანიზმებია: ინსპექტირება, მონიტორინგი, ზედამხედველობა, დოკუმენტური შემოწმება, ნიმუშის აღება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42