„ჩვენ არ ვთვლით ყატარის წინააღმდეგ სანქციებს სწორ გადაწყვეტილებად. იმ დროს როდესაც ჩვენ განსაკუთრებით გვჭირდება სოლიდარობა და თანამშრომლობა, ეს სიტუაცია სარგებელს არავის მოუტანს. ჩვენ მასთან ურთიერთობის განვითარებას მომავალშიც გავაგრძელებთ“- განაცხადა ერდოღანმა.
ერდოღანის თქმით თურქეთი არ დაიშურებს ძალისხმევას, რომ პრობლემა დიალოგის გზით მოგვარდეს. გავრცელებული ინფორმაციით იმ ქვეყნების ლიდერებთან , რომლებმაც ყატარი ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულეს და მასთან ურთიერთობა გაწყვიტეს, ერდოღანს სატელეფონო საუბარი ქინდა და მათ დიალოგისკენ მოუწოდა.
5 ივნისს საუდის არაბეთმა, ბაჰრეინმა, არაბეთის გაერთიანებულმა ემირატებმა, ეგვიპტემ, იემენმა, ლიბიის ნაწილმა, მალდივებმა და მავრიკის რესპუბლიკამ დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა, მოგვიანებით მათ მავრიტანიაც შეუერთდა, ხოლო იორდანიამ დიპლომატიური ურთიერთობის დონის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული ქვეყნები ყატარს ტერორისტული ჯგუფების მხარდაჭერაში , ტერორიზმის პროპაგანდასა და რეგიონის დესტაბილიზაციაში ადანაშაულებენ. Financial Times-ის ინფორმაციით ყატარის ხელისუფლებამ სამეფო ოჯახის წევრების გამოსასყიდად ტერორისტებს 1 მილიარდი დოლარი გადაუხადა.
მასალის გამოყენების პირობები






