სტარტო - თიბისი ლიზინგი ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ბიზნესი & ეკონომიკა - 10:54, 07 Jun, 2017     1995
სტარტო არის თიბისი ლიზინგის ახალი პროდუქტი, რომელიც ფიზიკურ პირებს შესაძლებლობას აძლევს სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ განაცხადის შევსებით შეიძინონ მეორადი ავტომობილები. სტარტო უნიკალური პროდუქტია, რადგან მთლიანად მომხმარებლის კომფორტზეა მორგებული. მანქანის შეძენის მსურველს აღარ მოუწევს ოფისში მისვლა, კონსულტანტთან გასაუბრება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ლოდინი. სტარტოს მეშვეობით ყველაფერი უმოკლეს დროში, ონლაინ მოხდება.

ამისთვის საჭიროა, შერჩეული გქონდეთ სასურველი ავტომობილი და შეავსოთ მარტივი ონლაინ განაცხადი სტარტოს ვებ-გვერდზე www.starto.ge (თუ მანქანა განთავსებულია რომელიმე ვებგვერდზე, მომხმარებელს შეუძლია დააკოპიროს ლინკი, ასევე, შესაძლებელია სასურველი მანქანის ფოტოების ატვირთვაც). რამდენიმე წუთში სტარტოს წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და შეგატყობინებთ პასუხს დაფინანსებაზე, გაივლის ყველა დეტალს და შეიძენს თქვენს სასურველ მანქანას, რომელსაც ლიზინგით სარგებლობაში გადმოგცემთ. თქვენ მხოლოდ ერთხელ მოგიწევთ სტარტოს ოფისში მისვლა ხელშეკრულების გასაფორმებლად და ავტომობილის რეგისტრაციის პროცედურისთვის. მთლიანი პროცესი დაახლოებით 30 წუთს გრძელდება.

ასევე, თუ უკვე გყავთ ავტომობილი, შეგიძლიათ მიიღოთ დაფინანსება მისი უზრუნველყოფით და განაგრძოთ მანქანით სარგებლობა ლიზინგის ვადის განმავლობაში. მათ, ვინც უკვე სარგებლობს ავტო-ლიზინგით ან ავტო-სესხით სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში, შეუძლიათ სტარტოში პორტირება მოახდინონ.

სტარტოს პროდუქტებით სარგებლობისთვის საჭიროა იყოთ 21 წლის და ზევით, ავტომობილი კი მინიმუმ $2,000 აშშ დოლარად უნდა შეფასდეს.

სტარტოსგან დაფინანსების მიღება შეუძლია ყველას:

თუ ავტომობილის შეძენა გსურთ და არ გაქვთ შესაბამისი დანაზოგი, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ დაფინანსება 100%-მდე.

თუ უკვე გყავთ ავტომობილი და გესაჭიროებათ თანხა, შეგიძლიათ ავტომობილის უზრუნველყოფით მიიღოთ მისი ღირებულების 100%-მდე.

თუ გსურთ განაახლოთ ავტომობილი ან შეიძინოთ უფრო ეკონომიური, შეგიძლიათ მიიღოთ განსაკუთრებული პირობები ჰიბრიდულ ავტომობილებზე.

თუ თქვენი საკრედიტო ისტორია არ არის დადებითი, ჩვენ განვიხილავთ განაცხადს და მცირედი დამატებითი მოთხოვნების გათვალისწინებით მიიღებთ დაფინანსებას.

სტარტოში წლიური საპროცენტო განაკვეთი ყოველი კონკრეტული ავტომობილის და კლიენტის შემთხვევაში ინდივიდუალურია და რამდენიმე მაჩვენებელზეა დამოკიდებული. მათ შორის, კლიენტის საკრედიტო ისტორიაზე, ავტომობილის ტიპზე, საბაზრო ღირებულებაზე და კლიენტის მხრიდან თანამონაწილეობის მოცულობაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42