ლონდონის ტერაქტი - სკოტლანდ-იარდმა მე-3 ტერორისტის ვინაობაც დაასახელა, ის იტალიის მოქალაქეა
მსოფლიო - 19:51, 06 Jun, 2017     2513
ლონდონის ტერაქტში მონაწილე მესამე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია, ის იტალიის მოქალაქე, წარმოშობით მაროკოელი 22 წლის იუსუფ ზაგბაა, ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის პოლიცია ავრცელებს. აქამდე ის ბრიტანეთის სპეცსამსახურების თვალთახედვის არეში არ მოხვედრილა.

როგორც იტალიური მედია Corriere della Sera იტყობინება, ზაგბას დედა ჩრდილოეთ იტალიაში ცხოვრობს, თავად ის კი 1995 წელს მაროკოს ქალაქ ფესში დაიბადა. გამოცემის ინფორმაციით 2016 წელს ის ბოლონიის აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის სირიაში წასვლას ცდილობდა.

ორი ტერორისტის ვინაობა სკოტლანდ-იარდმა ცოტა ხნის წინ დაასახელა, სკოტლანდ-იარდის განცხადებით ტერორისტები იყვნენ 27 წლის ჰურამ შაზად ბატი და 30 წლის რაშიდ რადუანი. ორივე მათგანი ლონდონის აღმოსავლეთით ბარკინკის რაიონში ცხოვრობდა. სამართალდამცავების ინფორმაციით ჰურამ შაზად ბატი წარმოშობით პაკისტანელია და ბრიტანული პასპორტი ქონდა, ხოლო რაშიდ რადუანის წარმომავლობა ჯერჯერობით გარკვეული არაა, თავად ის თავისთავს მაროკოელს და ლიბიელს უწოდებდა და დაბადების სხვადასხვა თარიღს იყენებდა.

შეგახსენებთ 3 ივნისს, შაბათ საღამოს ლონდონის ცენტრში, დიდი სიჩქარით მოძრავი ფურგონი ტროტუარზე აიჭრა და რამდენიმე ქვეითს დაეჯახა, შემდეგ ფურგონი ხიდზე, „ბორო-მარკეტთან“ ახლოს გაჩერდა, იქიდან გადმოსულმა პირები კი გამვლელებს ცივი იარაღით დაესხნენ თავს. პოლიციელების თქმით თავდამსხმელი 3 იყო და ყველა მათგანი შემთხვევის ადგილზევე იქნა მოკლული. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ „ისლამურმა სახელმწიფომ’ აიღო. ინფორმაცია ამის შესახებ ISIS-მა მათთან დაკავშირებულ საინფორმაციო სააგენტო „ამაკზე“ გაავრცელეს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42