ამ კვირაში სოციალურ ქსელში ომრანის ახალი ფოტო გავრცელდა, სადაც ის თავის ოჯახთან ერთად არის ასახული.
ომრანის სახე გამოყენებული იქნა, როგორც ასადის რეჟიმის სისასტიკის ამსახველი მტკიცებულება, თუმცა როგორც სირიული და ლიბანური მედია წერს, მისი ოჯახი ბაშარ ასადის მხარდამჭერია და ისინი ალეპოში მაშინვე დაბრუნდნენ, როცა ამის შანსი გაჩნდა.
სირიული და ლიბანური მედიის ცნობით, ომრანის მამა უკმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ მისი შვილის სურათი ასადის წინააღმდეგ იქნა გამოყენებული და ამაში სირიელ ამბოხებულებს და საერთაშორისო მედიას ადანაშაულებს. მისი თქით იმისთვის რომ შვილისთვის მედიის ყურადღება აეცილებინა, ვარცხნილობაც კი შეუცვალა. ომრანის მამის განცხადების მიუხედავად, ვარადობენ რომ აღნიშნული განცხადება მას სპეციალურად გააკეთებინეს და პროპაგანდისთვის გამოიყენეს, იმისთვის რომ ალეპოს დაბომბვაში რუსეთის და სირიის ხელისუფლების ბრალი შეამცირონ.





მასალის გამოყენების პირობები






