Council of Fashion Designers of America – CFDA-ს ჯილდო ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ დაიმსახურა, ამის შესახებ ცნობილი მარტში გახდა, თუმცა, დაჯილდოვების ცერემონიალი გუშინ შედგა. გვასალიას საერთაშორისო ჯილდო გადაეცა Vetements-ისა და Balenciaga-ს წარმატებების შედეგად.
გვასალია დაჯილდოების ცერემონიალზე შავი შარვლითა და პიჯაკით გამოჩნდა, თავზე კი შავი კეპი ეფარა, რაც შეეხება ფეხსაცმელს - რა თქმა უნდა გვასალია სპორტული, მაქს-ფორმის ფეხსაცმლით გამოჩნდა, არც ფოტოკამერების წინ შეჩერებულა და არც კომენტარები გაუკეთებია. პიჯაკის გახდის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ გვასალიას უბრალო, შავი მაისური ეცვა რამშტაინის გამოსახულებით, აღსანიშნავია, რომ CFDA-ზე დიზაინერები ძირითადად საკუთარი სამოსით ჩნდებიან.
რაც შეეხება ჯილდოს, როგორც მოგვიანებით თავად დემნა გვასალიამ აღნიშნა, მან საკუთარი ჯილდო ბებიას მიუძღვნა:
„მადლობა სიეფდიეის ჩემი შრომის დაფასებისთვის ამ შესანიშნავი ჯილდოთი, რომელსაც ჩემს ბებიას ვუძღვნი. მას ჩემი მუდამ სჯეროდა. ეს შენთვისაა ნორა. მადლობა“, - განაცხადა დიზაინერმა.
CFDA -ს "მოდის ოსკარს უწოდებენ. ის მოდის ინდუსტრიაში ყველაზე მაღალი დონის ჯილდოდ ითვლება და მას უმეტესად ლეგენდად ქცეულ დიზაინერებს გადასცემენ.




















მასალის გამოყენების პირობები






