ბიუჯეტის შემოსულობების შესრულებაში არანაირი შეფერხება არაა და 6 თვის გეგმის შესრულება 104%-ზე მეტი იქნება- გიორგი კაკაურიძე
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:10, 06 Jun, 2017     1151
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ინფორმაციით, დაგეგმილთან შედარებით მაღალი ტენდენციაა საგადასახადო შემოსავლების 5 თვის შესრულების მიხედვით. ნაერთ ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების 6 თვის გეგმით განსაზღვრული 4 505,0 მლნ ლარიდან, 5 თვეში შემოსული თანხა შეადგენს 3 887,7 მლნ ლარს (86,3%).

გადაჭარბებითაა შესრულებული საგადასახადო შემოსავლების პირველი კვარტლის გეგმაც როგორც ნაერთ ბიუჯეტში (გადაჭარბება 163,4 მლნ ლარი), ასევე სახელმწიფო ბიუჯეტში (გადაჭარბება 177,3 მლნ ლარი)

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ივნისის თვეში, მოსალოდნელია 800,0 მლნ ლარამდე თანხის მობილიზება, რის გათვალისწინებითაც 6 თვის შესრულება იქნება გეგმის 104%-ზე მეტი; იგივე ტენდენციაა სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების შესრულების მიმართულებით, აღნიშნული ტენდენციიდან გამომდინარე 6 თვის გეგმის შესრულება სახელმწიფო ბიუჯეტშიც 104%-ზე მეტი იქნება.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, 6 თვის გეგმასთან მიმართებაში გადაჭარბებით შესრულდება არამხოლოდ საგადასახადო შემოსავლები, არამედ მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი შემოსავლები, ასევე, არაფინანსური აქტივების კლების მუხლით (პრივატიზაცია) დაგეგმილი შემოსავლები.

მისი თქმით, გასული თვეებისგან განსხვავებით, ივნისში დაგეგმილია მსოფლიო ბანკისგან ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტის მიღება, რომლის პირველი ტრანშის მისაღებად საჭირო სარატიფიკაციო დოკუმენტი წარდგენილია საქართველოს პარლამენტში და განიხილება მომდევნო სასესიო კვირას. აღნიშნული დოკუმენტის რატიფიცირების შემდგომ მოხდება 47,2 მლნ ევროს ჩამორიცხვა.

„ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შესაძლებელია დაზუსტებით ვთქვათ, რომ ბიუჯეტის შემოსულობების შესრულებაში არანაირი შეფერხება არ არსებობს. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, 6 თვის გეგმასთან მიმართებაში შესრულება მაღალი იქნება (90%-ზე მეტი), თუმცა ზოგიერთ პროგრამაში შესაძლებელია იყოს მცირე ჩამორჩენა, რაც წლიური გეგმის 3-4%-ის ფარგლებში იქნება და მათი ათვისება განხორციელდება წლის მეორე ნახევარში. ხარჯვით ნაწილში, ასევე, აღსანიშნავია, რომ მაქსიმალურადაა შეზღუდული ადმინისტრაციული ხარჯები, რის შედეგადაც ნაერთი ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურების ნაწილში 2017 წლის 5 თვის განმავლობაში 25,0 მლნ ლარით ნაკლები დაიხარჯა, ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42