ტომრით აღკვეთილი თავისუფლება - მუხთარლის საქმე რომელსაც საქართველოს ხელისუფლება სტრასბურგამდე მიჰყავს
პოზიცია - 17:10, 06 Jun, 2017     3560
იმ ფონზე, როცა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დამაჯერებელი პასუხები არ ჩანს, საკითხი საერთაშორისო რეზონანსს იწვევს.

მართალია მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ აფგან მუხთარლის შესახებ საუბრისას ტონი შეარბილა, თუმცა ეს დღის წესრიგიდან არ ხსნის მთავარ საკითხს - როგორ აღმოჩნდა საქართველოში მყოფი, აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან მწვავედ დაპირისპირებული ჟურნალისტი ბაქოში და კიდევ უფრო მთავარი: მონაწილეობდა თუ არა ჟურნალისტის გატაცებაში საქართველოს ძალოვანი უწყება?!

ხელისუფლებას პასუხი არ აქვს მეორე და ასევე მეტად მნიშვნელოვან ვერსიაზე - ჩაატარა თუ არა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურმა სპეცოპერაცია, ქართველი სამართალდამცავების გვერდის ავლით.

საზოგადოებისა და ჟურნალისტების აქტიურობის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც თავის დროზე აზერბაიჯანიდან გამოქცეულ ჟურნალისტს ქვეყანაში ბინადრობის უფლება არ მისცა, დღეს მის ოჯახს მოქალაქეობას და დაცვის სპეციალურ პირობებს სთავაზობს. აფგან მუხთარლის მეუღლისთვის კი მთავარი მისი მეუღლის უსაფრთხოება და საქმის ობიექტური გამოძიებაა.

ლეილა მუსტაფაევა შოთაძის უწყებას სთხოვს, რომ ჟურნალისტის დაკავებისა და საზღვარზე გადაყვანის საეჭვო გარემოებები სწორედ მათ გამოიძიონ, რადგან აფგან მუხთარლის მეუღლის აზრით, ჟურნალისტის გაუჩინარებაში სამართალდამცავები და სხვა საჯარო პირები არიან ჩართული.

გატაცებული ჟურნალისტის ოჯახი და ადვოკატები აცხადებენ, რომ რეზონანსული საქმე ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში წავა. ექსპერტი ლევან ალაფიშვილი კი „ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ თუკი მუხთარლის საქმე სტრასბურგის სასამართლოში მოხვდება, დიდი ალბათობით, მოპასუხე მხარე აზერბაიჯანთან ერთად საქართველოც იქნება. სწორედ ამიტომ, ალაფიშვილი საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებისგან თავი შეიკავონ და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, საქმე ობიექტურად და მაქსიმალურად გამჭვირვალედ გამოიძიონ.

„თუ გავითვალისწინებთ დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატისა და ოჯახის წევრების განცხადებებს, ეს საქმე სტასბურგში წავა და იმის ალბათობა, რომ მოპასუხე მხარე საქართველო იყოს დიდია. კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ საქმეს ორივე სახელმწიფო (აზერბაიჯანი-საქართველო) წააგებს. ეს არ იქნება პირველი ევროპული სასამართლოს ისტორიაში - უახლოესი გადაწყვეტილება გახლავთ რუსეთთან დაკავშირებული საქმე, როდესაც დაახლოებით ამდაგვარ, ე.წ. არალეგალურ ექსტრადიციასთან გვქონდა საქმე. 2004-2005 წლებში, როდესაც მულკოევ-ალხანოვისა და კიდევ 11 ჩეჩენის საქმე საქართველომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წააგო და მორალური კომპენსაციის სახით 85 000 ევროს გადახდა დაეკისრა.

რაც შეეხება აფგან მუხთარლის საქმეს, სახელმწიფოს მიერ ამ ძალიან მძიმე მოცემულობიდან ღირსეულად, ნაკლები ზიანით გამოსვლა თითქმის შეუძლებელია. ერთადერთი რაც შეიძლება საქართველომ გააკეთოს არის ის, რომ წინა პლანზე დააყენოს ეროვნული ინტერესები და მაქსიმალური გამჭვირვალობით, საკუთარი იმიჯის გადასარჩენად, გამოიძიოს საქმე. იოლი არ არის, თუმცა თუ გამოძიების შედეგად რაიმე სახის დარღვევა გამოვლინდა, თუკი აქ დადგინდა, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თავის ნებით სულაც არ მისულა საზღვრამდე და არ გადაუკვეთავს ის, ეს აზერბაიჯანულ მართლმსაჯულების სისტემაში საქმის წარმოებაზე გავლენას ავტომატურად იქონიებს. პერსპექტივა იმისა, რომ მუხთარლის პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება იქნება მიღებული, საერთო სურათისთვის საკმაოდ მძიმედ წარმოსადგენია. თუმცა ამის მიუხედავად, საქართველომ სახელმწიფო ინტერესი უნდა დააყენოს პირველ რიგში და საქმე მაქსიმალური ობიექტურობით და გამჭვირვალედ უნდა გამოიძიოს”- განაცხადა „ნიუპოსტთან“ საუბრისას ლევან ალაფიშვილმა.

"დაბნეულობა და თემის გადაფარვის უსუსური ქმედება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან..."

- ნაცვლად იმისა, რომ გაკეთებულიყო, ერთი და მკაფიო განცხადება, ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან, ურთიერთგამომრიცხავი, უსუსური შეფასებები კეთდებოდა, რომელმაც საქართველოს მთავრობის მიმართ, საზოგადოებაში არსებული კითხვები, ე.წ. არალეგალურ ექსტრადირებასთან დაკავშირებით კიდევ უფრო გააღრმავა.

მოდით გულწრფელები ვიყოთ, 2013 წელსაც მოხდა მსგავსი ფაქტი, როცა 24 წლის დაღესტნელი მოჯაჰედი, რუსეთში აღმოჩნდა. ზემოთაც გავიხსენეთ, 11 ჩეჩენის საქმე - ეს ყველაფერი ამყარებს ეჭვს, რომ ჩვენს სამართალდამცავ სტრუქტურებში რაღაც არ არის წესრიგში. ეს ვარაუდი, იმის შესაძლებლობასაც მოიცავს, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები ჩვენს ქვეყანაში ისე მოქმედებენ, რომ ჩვენი ქვეყნის ძალოვანების მეთვალყურეობის ქვეშ ვერ მოხვდნენ - ეს თავისთავად ძალიან ცუდია და მეორე ვარიანტი - ეს სპეცოპერაცია ქართველ ძალოვანებთან იყო შეთანხმებული და ამიტომ არ გააკეთეს მათ არაფერი - ეს კიდევ უფრო დიდი გამოწვევაა და როდესაც მთავრობის მეთაური, მოუწოდებს საზოგადოებას, ნუ ახდენენ სამართალდამცავთა დისკიმინაციას, საკითხი მათ ხელშივეა, სწორედ მთავრობამ ვერ უზრუვნელყო დამაჯერებელი განცხადების გაკეთება. ამ კითხვებს დამოუკიდებელი გამოძიებით უნდა უპასუხონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს კითხვები არამხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც დაისმება. ვნახეთ რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა განცხადება, მსგავსი შეფასებები შემთხვევით არ ჩნდება. შესაბამისად, სახელმწიფოს ავტორიტეტი ქვეყნის საგამოძიებო ორგანოების ხელშია. ჩვენ უნდა დავანახოთ ყველას, რომ შეგვწევს დავიცვათ საკუთარი ეროვნული ინტერესები და ვიმოქმედოთ ამის შესაბამისად, როგორც მეზობლებთან, პარტნიორებთან და ასევე მტრებთან"- განმარტა ექსპერტმა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის “გაუჩინარების” და დემირელის სკოლის დირექტორის მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაკავება და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი...

„ერთიანი კონტექსტისთვის როგორც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, ასევე თურქული სკოლის დირექტორის საქმე საყურადღებოა. მაგრამ ჟურნალისტის საქმის შესადარი არ არის სკოლის დირექტორის დაკავება. აფგან მუხთარლის შემთხვევა უფრო მძიმეა. მუსტაფა ემრე ჩაბუქის შემთხვევაში ყველაფერი პროცედურების დაცვით მიმდინარეობს. ჩემი ვარაუდით, თუ ჟურნალისტის შემთხვევაში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს არალეგალურ ექსტრადირებას, ან ხელის შეწყობას, სკოლის მენეჯერთან დაკავშირებით, პროცედურები მაინც არის დაცული. ამ შემთვევაში სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას და მე იმედი მაქვს, რომ ქართული მართლმსაჯულება ადამიანის უფლებათა, ევროპული სტანდარტით იხელმძღვანელებს. ადამიანის სიცოცხლეს თუ ემუქრება საფრთხე და რასაც ვუყურებთ რა ხდება თურქეთში, სადაც არაერთი ადამიანია გისოსებს მიღმა, იმედია ერთადერთი კომპეტენტური ორგანო - სასამართლო ობიექტურად იმსჯელებს, რის შემდეგაც ჩნდება შესაძლებლობა, რომ საქმე სტრასბურგის სასამართლოში წავიდეს“- განაცხადა ალაფიშვილმა.

ფაქტია, რომ აფგან მუხთარლის საქმე შესაძლოა საქართველოს ხელისუფლების აქილევსის ქუსლი აღმოჩნდეს. ჟურნალისტის თავზე ტომარაჩამოცმულ მდგომარეობაში გატაცებამ კი დღის სინათლეზე ამოატივტივა კითხვა - რამდენად უსაფრთხო ქვეყანაა საქართველო. დღეს მუხთარლის გატაცებიდან ზუსტად 1 კვირა გავიდა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42