ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ინდოეთის ელჩის რეზიდენციის ეზოში, ჩოგბურთის კორტებზე დაუდგენელი ადგილიდან გასროლილი რაკეტა ჩავარდა, ინციდენტი ადგილობრივი დროით 11:15 სთ.ზე მოხდა. ინციდენტს მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.
აღსანიშნავია, რომ ელჩის რეზიდენცია ქაბული ყველაზე დაცულ დიპლომატურ ზონაში ე.წ. "მწვანე ზონაში" მდებარეობს.
ინციდენტის დროს ქაბულში, დიპლომატიურ რაიონში საერთაშორისო სამიტი „ქაბულის პროცესი“ მიმდინარეობდა, სადაც ავღანეთის ხელისუფლებისთვის ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე სრული პასუხისმგებლობის გადაცემის საკითხს განიხილავდნენ.
სამიტზე ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ჰანიმ განაცხადა, რომ „თალიბანს“ ბოლო შანსი აქვს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე დათანხმდეს. „ჩვენ ქვეყანაში მშვიდობის დამყარება გვინდა. ეს თქვენი ბოლო შანსია, ისარგებლეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სათანადო პასუხს მიიღებთ,“ - განაცხადა ავღანეთის პრეზიდეტმა.
მასალის გამოყენების პირობები






